გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობათბილისიმიზანი #5

ᲛᲬᲕᲐᲜᲔ ᲡᲙᲝᲚᲐ ᲓᲘᲓᲘ ᲓᲘᲦᲝᲛᲘ

გენდერული თანასწორობა — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

მინისპექტაკლები

17 ნოემბერს, ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში, ეკოზარდების ორგანიზებითა და მე-10 კლასის მოსწავლეების ჩართულობით, ადამიანის უფლებებისა და ტოლერანტობის თემაზე ოთხი მინისპექტაკლი გაიმართა.

მცირე წარმოდგენები დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის იყო განკუთვნილი. თითოეული სპექტაკლი 4-5 წუთს გაგრძელდა და რამდენიმე მოქმედებისგან შედგებოდა. ორი წარმოდგენა ქალთა უფლებებს, ორი კი სხვადასხვა ნიშნით თანასწორობის საკითხებს ეხებოდა. ყველა მათგანში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ტოლერანტობის მნიშვნელობას, განსხვავებულობის პატივისცემასა და თანასწორი გარემოს შექმნას.

თითოეული სპექტაკლის დასრულების შემდეგ გაიმართა მოკლე დისკუსია, რომლის დროსაც მოსწავლეებმა წარმოდგენებში წამოჭრილი პრობლემები გააანალიზეს და საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს ერთმანეთს.

აქტივობის მიზანი იყო დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში ადამიანის უფლებების, თანასწორობისა და ტოლერანტობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, განსხვავებულის პატივისცემის წახალისება და ემპათიის განვითარება, რაც მშვიდობიანი გარემოს შექმნას უზრუნველყოფს. ამასთან, პროექტი ხელს უწყობდა უფროსკლასელებში პასუხისმგებლობის, თანამშრომლობისა და შემოქმედებითი თვითგამოხატვის უნარების გაძლიერებას.

ყველა ფოტო (7)
იტვირთება…