გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობათბილისიმიზანი #3

ᲛᲬᲕᲐᲜᲔ ᲡᲙᲝᲚᲐ ᲓᲘᲓᲘ ᲓᲘᲦᲝᲛᲘ

ჯანმრთელობა და კეთილდღეობა — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

შეხვედრა თემაზე - რა ადგილი უკავია ზამთრის სპორტს ჯანსაღ ცხოვრებაში?

ეკოკლუბ ეკოზარდების მოწვევით, 9 ნოემბერს სკოლას ეწვია Ski & Snowboard Academy-ის დამფუძნებელი მათე ეცადაშვილი, რომელმაც დამსწრე მოსწავლეებს გააცნო ზამთრის სპორტის მახასიათებლები და რა როლი აქვთ მათ ჯანსაღ ცხოვრებაში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თხილამურებსა და სნოუბორდზე, რომელიც გამორჩეულად პოპულარულია საქართველოში ზამთრის კურორტებზე.

გამომდინარე იქიდან, რომ ზამთარი და თოვლის სპორტის სეზონი ახლოვდება, ეკოკლუბის მიზანი იყო, ზამთრის სპორტით დაინტერესებულებისთვის ამ ჰობში ჯანსაღი ცხოვრების ელემენტებიც დაგვენახვებინა. სტუმარი დამსწრეებს ესაუბრა თხლამურებისა და სნოუბორდის დადებით გავლენაზე, რაც მათ ჯანმრთელობაზე აქვს, თუმცა არ დავიწყებია რისკებიც, რაც ხშირად ინფორმაციის ნაკლებობითაა გამოწვეული.

შეხვედრაზე მოსწავლეებმა სტუმარს დაუსვეს კითხვები, გაიმართა მცირე დისკუსიაც. აღნიშნული შეხვედრა ჯანსაღი ცხოვრების მიმართულებით დაგეგმილი აქტივობების ერთ-ერთი ნაწილი იყო.

იტვირთება…