გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობათბილისიმიზანი #17

ᲛᲬᲕᲐᲜᲔ ᲡᲙᲝᲚᲐ ᲓᲘᲓᲘ ᲓᲘᲦᲝᲛᲘ

თანამშრომლობა საერთო მიზნებისთვის — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

ელემენტების ყუთი გადასამუშავებლად

დღეს, 16 ნოემბერს „მწვანე სკოლის“ ეკოკლუბის წევრებმა დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის საინტერესო და შემეცნებითი შეხვედრა გამართეს. კლუბის წევრებმა პატარებს საკუთარი ხელით დამზადებული, ელემენტების შესაგროვებელი ყუთი წარუდგინეს, რომელიც სკოლის ტერიტორიაზე განთავსდა.

შეხვედრის ფარგლებში ეკოკლუბის წევრებმა პატარებს დეტალურად აუხსნეს, თუ რამდენად დიდ ზიანს აყენებს ნიადაგს, წყალსა და ცოცხალ ორგანიზმებს გარემოში უკონტროლოდ მოხვედრილი ელემენტები, რადგან ისინი მძიმე მეტალებსა და ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს. მათ ხაზი გაუსვეს ნარჩენების დახარუსხებას და მათი უსაფრთხო გამოყენების მნიშვნელობას.

პატარებმა დიდი ინტერესით მოისმინეს ეს ინფორმაცია და პირობა დადეს, რომ გამოყენებულ ელემენტებს აუცილებლად ამ სპეციალურ ყუთში მოათავსებენ. მსგავსი ინიციატივები მოსწავლეებში ადრეული ასაკიდანვე ზრდის ეკოლოგიურ ცნობიერებასა და პასუხისმგებლობას. ეკოზარდები კი წელსაც აგრძელებს ნარჩენების აგდამუშავებაზე მუშაობას.

იტვირთება…