გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობათბილისიმიზანი #13

ᲛᲬᲕᲐᲜᲔ ᲡᲙᲝᲚᲐ ᲓᲘᲓᲘ ᲓᲘᲦᲝᲛᲘ

კლიმატის მდგრადობის მიღწევა — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

დისკუსია კლიმატურ ცვლილებებზე

ეკოკლუბ ეკოზარდების წევრმა მარიამ პაპუაშვილმა მე-10-მე-11 კლასების მოსწავლეებისთვის 10 ნოემბერს ჩაატარა შეხვედრა თანამედროვე გლობალურ გამოწვევა - კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით. შეხვედრა დაიწყო პრეზენტაციით, რა დროსაც მან კლიმატის ცვლილებების მიზეზებსა და მის ზიანზე ისაუბრა მათ შორის საქართველოს შემთხვევაში. ამის შემდეგ კი გაიმართა დისკუსია იმაზე, თუ როგორ შეიძლება სათბურის აირების და ეფექტის შემცირება და კლიმატური ცვლილებების შედეგები, მაგალითად, მყინვარების დნობის პრევენცია. აქცენტი გაკეთდა შოვში რამდენიმე წლის წინ მომხდარ ტრაგედიაზე, რაც მოულოდნელმა ღვარცოფმა გამოიწვია. დისკუსიის მეორე ნაწილი კი დაეთმო ინდივიდუალურ ეკომეგობრულ ქმედებებს და სკოლის დონეზე გამოსაყენებელ ინიციატივებს (ეკოკლუბის შექმნა, ნარჩენების დახარისხება, ხეების დარგვა). სესიამ დიდი ინტერესი და ცოცხალი ჩართულობა გამოიწვია, რაც ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და პასუხისმგებლობის გაზრდას ემსახურებოდა.

იტვირთება…