გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობათბილისიმიზანი #10

ᲛᲬᲕᲐᲜᲔ ᲡᲙᲝᲚᲐ ᲓᲘᲓᲘ ᲓᲘᲦᲝᲛᲘ

შემცირებული უთანასწორობა — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე

16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ეკოკლუბ „ეკოზარდების“ წევრებმა მე-7 კლასში ტოლერანტობის თემაზე პრეზენტაციები წარადგინეს. ერთ-ერთი მათგანი ეხებოდა როზა პარკსს — ფერადკანიან ქალს, რომელიც სამართლიანობისა და თანასწორობისთვის იბრძოდა. მოსწავლეები გაეცნენ ამ ისტორიის დეტალებს, გამოხატეს საკუთარი აზრი და ამ მაგალითზე იმსჯელეს იმაზე, თუ რას ნიშნავს უსამართლობისგან დაღლა და როგორ მოიქცეოდნენ თავად როზას ადგილას.

პრეზენტაციას განხილვა მოჰყვა. მეშვიდეკლასელებმა იმსჯელეს იმაზე, თუ რა არის თანასწორობა, რატომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოებაში ყველასთვის თანაბარი უფლებების არსებობა, რას ნიშნავს ტოლერანტობა და რატომაა ის მნიშვნელოვანი მშვიდობიანი გარემოს და მსოფლიოს მშენებლობისთვის. შეხვედრის შედეგად, მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა პარალელები გაევლოთ საქართველოში არსებულ მდგომარეობასთან, მოეყვანათ შესაბამისი მაგალითები და დაესახელებინათ გამოსავლის გზები.

იტვირთება…