,,დარგე ხე-შეინარჩუნე სიცოცხე''
ივანე ჯავახიშვილის სახელობის N24 ქართული გიმნაზიის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან მოეწყო საინფორმაციო შეხვედრა თემაზე ,,დარგე ხე — შეინარჩუნე სიცოცხლე“.მოსწავლეებმა მოისმინეს საინტერესო ინფორმაცია ხის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ,მოგეხსენებათ
ხეები დედამიწის ფილტვები და ჩვენი პლანეტის სიცოცხლისუნარიანობის მთავარი გარანტია. თითოეული დარგული ნერგი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია გლობალური ეკოლოგიური კრიზისისა და კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში. ხე არა მხოლოდ ჟანგბადს წარმოქმნის და ნახშირბადს შთანთქავს, არამედ იცავს ნიადაგს ეროზიისგან და ქმნის ბუნებრივ ჰაბიტატს ათასობით ცოცხალი ორგანიზმისთვის.
გარემოზე ზრუნვა თითოეული მოქალაქის ვალია. როდესაც ხეს ვრგავთ, ჩვენ ინვესტიციას ვაკეთებთ მომავალში, ვქმნით ჯანსაღ და მწვანე გარემოს მომავალი თაობებისთვის. ეს მარტივი, თუმცა უდიდესი მნიშვნელობის მქონე საქციელი გვახსენებს, რომ ადამიანი ბუნების განუყოფელი ნაწილია.შეხვედრის დროს ჩაეყარა საფუძველი მნიშვნელოვან ინიციატივას,სკოლის ეზოში გამოიყოფა სივრცე, სადაც მთელი სასწავლო წლის განმავლობაში დაირგვება თითო კლასიდან თითო ხე,შედეგებს ეტაპობრივად გაგაცნობთ და წლის ბოლოს წარმოგიდგენთ ფოტო მასალას.ეზოს ამ ნაწილს კი ,,ნიკო კეცხოველის სახელობის სივრცეს დავარქმევთ’’.ჩვენი დევიზია:
,,დარგე ხე, გაუფრთხილდი ბუნებას და შეინარჩუნე სიცოცხლე დედამიწაზე!’’