„სუფთა ჰაერი ჩვენი სიცოცხლისთვის!“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ რუსთავის N24 ქართულ გიმნაზიაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და ჯანსაღი გარემოს შექმნას უდიდესი ყურადღება ეთმობა. ამ მიზნით, პედაგოგმა დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რომელიც ატმოსფეროს დაბინძურების პრობლემასა და მისგან გამოწვეულ საფრთხეებს მიეძღვნა.
შეხვედრაზე პედაგოგმა მოსწავლეებთან დეტალურად ისაუბრა ატმოსფეროს სასიცოცხლო მნიშვნელობაზე, მისი სისუფთავის შენარჩუნების აუცილებლობასა და გლობალურ ეკოლოგიურ გამოწვევებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქალაქ რუსთავში ჰაერის დაბინძურების სპეციფიკურ პრობლემაზე — კერძოდ, სამრეწველო გამონაბოლქვზე, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის როგორც ქალაქის ეკოსისტემას, ისე მოსახლეობის ჯანმრთელობას.
შეხვედრის ბოლოს მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და წარმოადგინეს პრაქტიკული რეკომენდაციები ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების, გამწვანების აქტივობებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდის მიმართულებით.
ამგვარი შეხვედრები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოზარდებში პასუხისმგებლიანი ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებასა და აქტიური სამოქალაქო პოზიციის ჩამოყალიბებას!