გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაკახეთიმიზანი #14

ᲓᲐᲕᲘᲗ ᲔᲚᲘᲖᲑᲐᲠᲐᲨᲕᲘᲚᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲨᲘᲚᲓᲘᲡ N1 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

წყალქვეშა რესურსები — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

31 ოქტომბერი შავი ზღვის საერთაშორისო დღე

სსიპ დავით ელიზბარაშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის „მწვანე სიცოცხლის“ წევრებმა 2026 წლის 31 ოქტომბერს, შავი ზღვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მეხუთე კლასის მოსწავლეებისთვის განახორციელეს შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობა — „შავი ზღვა და მისი ეკოსისტემა“.აქტივობაში მონაწილეობა მიიღო 15 მოსწავლემ. მოსწავლეებმა ფერადი ნახატების საშუალებით წარმოადგინეს შავი ზღვის ეკოსისტემა, მისი ბინადარი ორგანიზმები და ზღვის ბუნებრივი გარემო. მუშაობის პროცესში მათ ყურადღება გაამახვილეს ზღვის ბიომრავალფეროვნებაზე, ცოცხალ ორგანიზმებს შორის კავშირებსა და ზღვის დაბინძურებით გამოწვეულ საფრთხეებზე. შემოქმედებითმა დავალებამ მოსწავლეებს საშუალება მისცა, საკუთარი ცოდნა ვიზუალურად გადმოეცათ, გაეაზრებინათ ზღვის ეკოსისტემის მნიშვნელობა და დაენახათ, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობა წყლის რესურსების დაცვაში.აქტივობის შედეგად შეიქმნა მოსწავლეთა ნამუშევრების კოლექცია, გაიზარდა მათი ინტერესი საზღვაო ეკოსისტემებისა და გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ ბუნების დაცვა ცოდნით, ცნობიერებითა და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებით იწყება.

იტვირთება…