გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაკახეთიმიზანი #12

ᲓᲐᲕᲘᲗ ᲔᲚᲘᲖᲑᲐᲠᲐᲨᲕᲘᲚᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲨᲘᲚᲓᲘᲡ N1 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

გონივრული მოხმარება და წარმოება — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

„სუფთა გარემო – ჯანსაღი ცხოვრების საწინდარი“

სსიპ დავით ელიზბარაშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ   შილდის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის „მწვანე სიცოცხლის“ წევრებმა 2026 წლის 2 ნოემბერს,  IV და VI კლასის მოსწავლეებან და სპორტის მასწავლებლებთან, მაია მაზანიშვილთან და გიორგი ფაჩოშვილთან ერთად გარემოსდაცვითი და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გამოხატვის მიზნით სკოლის მიმდებარე სპორტული მოედანი დაასუფთავეს.აღნიშნული მოედანი სპორტის გაკვეთილების ჩასატარებლად გამოიყენება, თუმცა საღამოს საათებში სოფლის ახალგაზრდების მიერ მისი დაბინძურება ხშირად ხდება. შექმნილი პრობლემის გათვალისწინებით, მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, თავად ეზრუნათ იმ სივრცის სისუფთავეზე, სადაც ყოველდღიურად ვარჯიშობენ, თამაშობენ და ჯანსაღი ცხოვრების წესს ეუფლებიან.სპორტის გაკვეთილი ამჯერად მხოლოდ ფიზიკურ აქტივობას არ დაეთმო. მოსწავლეებმა ერთობლივად შეაგროვეს მიმოფანტული ნარჩენები, მოაწესრიგეს ტერიტორია და საკუთარი ქმედებით აჩვენეს, რომ საზოგადოებრივი სივრცის დაცვა თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაა.აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების, გუნდური მუშაობის, პასუხისმგებლობისა და საზოგადოებრივი სივრცისადმი მზრუნველობითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.მოსწავლეებმა პრაქტიკული მაგალითით დაადასტურეს, რომ სუფთა გარემო მხოლოდ სხვისი საზრუნავი არ არის – მისი შენარჩუნება თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური პასუხისმგებლობაა.

აქტივობის მთავარი გზავნილი: „დავიცვათ ის გარემო, სადაც ვცხოვრობთ, ვსწავლობთ და ვვარჯიშობთ!“

ყველა ფოტო (10)
იტვირთება…