„ადამიანის უფლებები – თანასწორობა, პატივისცემა და პასუხისმგებლობა“
სსიპ დავით ელიზბარაშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის N1 საჯარო სკოლაში 16–19 ნოემბერს მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრების ორგანიზებით ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილი თემატური კვირეული გაიმართა.კვირეულის მიზანი იყო მოსწავლეებში ადამიანის უფლებების, თანასწორობის, თავისუფლების, სამართლიანობისა და ურთიერთპატივისცემის მნიშვნელობის გააზრება, საკუთარი და სხვისი უფლებების პატივისცემის კულტურის განვითარება.კვირეულის ფარგლებში სკოლას სტუმრობდა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ქალბატონი ნათია ფიცხელაური. შეხვედრის დროს მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს, გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები და ემსჯელათ უფლებებისა და პასუხისმგებლობების მნიშვნელობაზე ყოველდღიურ ცხოვრებაში.თემატური კვირეულის ორგანიზებით მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა გამოავლინეს ინიციატივა, ორგანიზატორული უნარები და გუნდური მუშაობის გამოცდილება. გარე ორგანიზაციის წარმომადგენელთან თანამშრომლობამ კი ხელი შეუწყო სასკოლო საზოგადოებასა და სამოქალაქო სექტორს შორის ურთიერთობის გაძლიერებას.
მიღწეული შედეგი: ჩატარდა ოთხდღიანი თემატური კვირეული, გაიზარდა მოსწავლეთა ინტერესი ადამიანის უფლებების საკითხების მიმართ, ხელი შეეწყო თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.