გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაშიდა ქართლიმიზანი #8

ᲒᲝᲠᲘᲡ ᲠᲐᲘᲝᲜ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲑᲔᲠᲨᲣᲔᲗᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

ჩემი პირველი ნერგი

26 ოქტომბერს გორის მერიისა და რამდენიმე სკოლის ინიციატივით განხორციელდა აქცია „ჩემი პირველი ნერგი“, რომელშიც ჩვენი სკოლის პირველკლასელებიც აქტიურად ჩაერთნენ. ბერშუეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი წვლილი შეიტანეს სოფელ ზერტის ახლად აშენებული საბავშვო ბაღის ეზოს გამწვანებაში და მონაწილეობა მიიღეს ხის ნერგების დარგვაში.

ჩვენი პირველკლასელების ხელით დაირგო ხის ნერგები, რომლებსაც გაუკეთეს წარწერები მოსწავლეთა გვარებითა და სახელებით.

ღონისძიების ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთი გაიცნეს და უფროსებისგან მოისმინეს საგანმანათლებლო ლექცია ხეების მნიშვნელობის შესახებ დედამიწის ეკოსისტემაში. მათ შეიტყვეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხეები ჰაერის გასუფთავებისა და ჟანგბადის დონის ამაღლებისთვის.

ასევე გაიგეს, რომ ტყეები და ხეები ხელს უწყობენ ნიადაგის შენარჩუნებას, ხელს უშლიან მის გამოშრობასა და გაუდაბნოებას. მოსწავლეებმა ისწავლეს, როგორ უნდა მოუარონ დარგულ ნერგებს და იზრუნონ მათზე, რადგან მხოლოდ ერთჯერადი დარგვა საკმარისი არ არის — სასურველი შედეგის მისაღწევად საჭიროა მუდმივი ყურადღება და ზრუნვა.

აქციის დასასრულს პატარებმა, კლუბ „ბერშოულას“ უფროსკლასელებთან და პედაგოგებთან ერთად, გამოთქვეს სურვილი, მომავალშიც გააგრძელონ მსგავსი აქტივობები და ხეები უკვე საკუთარი სკოლის, ბერშუეთის საჯარო სკოლის ეზოშიც დარგონ.

იტვირთება…