გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაშიდა ქართლიმიზანი #4

ᲒᲝᲠᲘᲡ ᲠᲐᲘᲝᲜ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲑᲔᲠᲨᲣᲔᲗᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

ხარისხიანი განათლება — 4 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

ტოლერანტობის შესახებ შემეცნებითი გაკვეთილი დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის

ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლის ეკო კლუბ „ბერშოულას“ წევრებმა დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის ჩავატარეთ საინტერესო და შემეცნებითი გაკვეთილი, რომლის მიზანი იყო ბავშვებში ტოლერანტობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ერთმანეთის პატივისცემის მნიშვნელობის გააზრება.

გაკვეთილის განმავლობაში პატარებს მარტივი და მათთვის გასაგები ენით ავუხსენით, თუ რას ნიშნავს ტოლერანტობა, რატომ არის მნიშვნელოვანი მისი დაცვა და როგორ უნდა გამოვხატოთ პატივისცემა ერთმანეთის მიმართ. ვისაუბრეთ იმაზე, რომ ყველა ადამიანი განსხვავებულია, ყველას აქვს საკუთარი აზრი, შეხედულებები და შესაძლებლობები, თუმცა ეს განსხვავებები ხელს არ უნდა გვიშლიდეს მეგობრობასა და ურთიერთპატივისცემაში.

ასევე განვუმარტეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ვიყოთ კეთილგანწყობილნი, არ დავჩაგროთ სხვები, მივიღოთ ერთმანეთი ისეთები, როგორებიც ვართ და საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთს დავეხმაროთ.

თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ ბავშვებს შევთავაზეთ სახალისო და შემოქმედებითი აქტივობა. მათ ტოლერანტობის თემასთან დაკავშირებული ნახატები გააფერადეს, რაც დაეხმარა მათ, უფრო კარგად გაეაზრებინათ ამ ცნების მნიშვნელობა.

მსგავსი აქტივობებით ვცდილობთ, პატარებს ადრეული ასაკიდანვე ჩამოვუყალიბოთ ურთიერთპატივისცემის, თანასწორობის, მეგობრობისა და სიკეთის ღირებულებები, რადგან ტოლერანტული საზოგადოება სწორედ ერთმანეთის მიღებითა და პატივისცემ

ით იწყება.

აქტივობა 02

ეკო კლუბ „ბერშოულას“ წევრების ვიზიტი გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში

15 ნოემბერს ბერშუეთის საჯარო სკოლის ეკო კლუბ „ბერშოულას“ წევრები ვეწვიეთ გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრს, სადაც დავესწარით სპექტაკლს სახელწოდებით „გაუგებრობა“.

თეატრში სტუმრობა ჩვენთვის ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი გამოცდილება აღმოჩნდა. სპექტაკლმა დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში. ბავშვებმა ყურადღებით ადევნეს თვალი მსახიობების თამაშს, სცენაზე განვითარებულ მოვლენებსა და წარმოდგენის თითოეულ დეტალს.

მსგავსი კულტურული ღონისძიებები მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან გვეხმარება შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოებაში, გვაძლევს შესაძლებლობას, უკეთ გავეცნოთ ქართულ თეატრალურ ხელოვნებას და დავაფასოთ მსახიობების შრომა და შემოქმედება.

ჩვენი ვიზიტი მხოლოდ სპექტაკლის ნახვით არ შემოიფარგლებოდა. ეს იყო დღე, რომელმაც მოგვცა ახალი შთაბეჭდილებები, დადებითი ემოციები და ერთმანეთთან გაზიარებული სასიამოვნო მოგონებები.

ეკო კლუბ „ბერშოულას“ წევრებისთვის მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი საქმიანობა მხოლოდ გარემოს დაცვით არ შემოიფარგლება — ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია განათლება, კულტურა, შემეცნება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მო

ნაწილეობა.

აქტივობა 03

მონაწილეობა ინტელექტუალურ შოუში „რა? სად? როდის?“

17 ნოემბერს ბერშუეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ბერშოულას“ წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ინტელექტუალურ შოუში „რა? სად? როდის?“, რომელიც ყოველწლიურად ტარდება და წელს უკვე მეორედ გაიმართა.

ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავება, ლოგიკური აზროვნების განვითარება, სხვადასხვა საკითხისადმი ინტერესის გაღვივება და გუნდური მუშაობის უნარების წარმოჩენა.

ჩვენი ეკოკლუბის მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ ინტელექტუალურ თამაშში. ისინი დიდი მონდომებით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს, მსჯელობდნენ, ერთმანეთს უზიარებდნენ საკუთარ მოსაზრებებს და გუნდურად ცდილობდნენ სწორი პასუხების პოვნას. თითოეული მოსწავლე პასუხისმგებლობითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდა თამაშში.

აღნიშნული ღონისძიება ბავშვებისთვის საინტერესო და სახალისო გამოცდილება აღმოჩნდა. მათ შესაძლებლობა მიეცათ, გამოევლინათ საკუთარი ცოდნა, გაეღრმავებინათ ინტელექტუალური შესაძლებლობები და მიეღოთ ახალი გამოცდილება.

მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეთა განვითარებას, მეგობრული გარემოს შექმნასა და გუნდური სულისკვეთების გაძლიერებას. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ეკოკლუბის წევრები აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო ღონისძიებებში და საკუთარი ჩართულობით კიდევ უფრო საინტერესოს ხდიან სასკოლო ცხოვრებას.

აქტივობა 04

90 წლის იუბილე

ჩვენ ვართ ბერშუეთის საჯარო სკოლის ეკო კლუბი „ბერშოულა“, რომელმაც განსაკუთრებული ღონისძიება მიუძღვნა ბერშუეთის სახელგანთქმული მწერლის, აკაკი ბიძინაშვილს, დაბადებიდან 90 წლის იუბილეს.

ღონისძიების მიზანი იყო პატივისცემისა და სიყვარულის გამოხატვა მწერლის მიმართ, მისი შემოქმედების გაცნობა და მომავალი თაობისთვის მისი ღვაწლის კიდევ ერთხელ შეხსენება. ამ ლამაზ და მნიშვნელოვან დღეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა აკაკი ბიძინაშვილის მიერ დაწერილი ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და დამსწრე საზოგადოებას მისი შემოქმედების განსაკუთრებული სილამაზე გააცნეს.

შეხვედრა ძალიან თბილ და სასიამოვნო გარემოში წარიმართა. განსაკუთრებით სასიხარულო იყო ის ფაქტი, რომ თავად აკაკი ბიძინაშვილიც ესწრებოდა ღონისძიებას. მან ბავშვებს ყურადღებისა და სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადა და საკუთარი ავტორობით გამოცემული წიგნები უსახსოვრა.

ეს დღე თითოეული ჩვენგანისთვის დაუვიწყარი და ემოციებით სავსე აღმოჩნდა. მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიგვეღო ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებაში და პატივი მიგვეგო ჩვენი სახელოვანი მწერლისთვის. ვუსურვებთ აკაკი ბიძინაშვილს ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და კიდევ მრავალ შემოქმედებით წარმატებას!

იტვირთება…