სამეცნიერო პიკნიკი
ბერშუეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ყოველწლიურად ვიღებთ მონაწილეობას ილიაუნის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო პიკნიკში, რომელიც სექტემბრის ბოლო შაბათს, 26 სექტემბერს იმართება.
წელს ამ ღონისძიებაში ბერშუეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ბერშოულას“ მოსწავლეებიც აქტიურად ჩავერთეთ. ჩვენი მიზანი იყო, ვიზიტორებისთვის ეკოლოგიური ცნობიერება აგვემაღლებინა და მათთვის საინტერესო და შემეცნებითი აქტივობები შეგვეთავაზებინა.
ჩიას ბამბაზე დათესილი თესლების გამოყენებით შევქმენით დედამიწის მოდელი. ვიზიტორებს ვთავაზობდით, ამოეცნოთ კონტინენტები და თითოეული მათგანისთვის დამახასიათებელი ცხოველები, მდინარეები, მწვერვალები და სხვა გეოგრაფიული ობიექტები.
გარდა ამისა, თან გვქონდა სხვადასხვა სახის ბოსტნეული, რომელთა ნიტრატების შემცველობა ვიზიტორების ჩართულობითა და ნიტრატომეტრის დახმარებით გავზომეთ. ამ აქტივობას თან ახლდა საგანმანათლებლო ლექცია, რომლის საშუალებითაც სტუმრებს გავაცანით, რა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას ნიტრატების ზღვრულ დოზაზე მაღალი შემცველობა და რა დაავადებების გამოწვევა შეუძლია მას.
ღონისძიების ფარგლებში პატარა ვიზიტორებისთვის ჩავატარეთ საინტერესო მასტერკლასი თემაზე — „კბილების სწორად მოვლა“. ჩვენს მიერ დამზადებული პირის ღრუს მოდელისა და კბილის ჯაგრისის გამოყენებით ბავშვებს ვაჩვენეთ და ვასწავლეთ, როგორი მოძრაობებით უნდა გაიხეხონ კბილები, რათა ისინი მაქსიმალურად კარგად გაისუფთაონ და ამავდროულად არ დააზიანონ.
ჩვენთვის ეს დღე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა, რადგან შესაძლებლობა მოგვეცა, საკუთარი ცოდნა გაგვეზიარებინა სხვებისთვის და სახალისო აქტივობებით ხელი შეგვეწყო ეკოლოგიური და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ცნობიერების ამაღ
ლებისთვის.