გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაშიდა ქართლიმიზანი #17

ᲒᲝᲠᲘᲡ ᲠᲐᲘᲝᲜ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲑᲔᲠᲨᲣᲔᲗᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

თანამშრომლობა საერთო მიზნებისთვის — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

მეგობრული შეხვედრა ეკო კლუბებს შორის

ბერშუეთის ეკო კლუბისა და სობისის ეკო კლუბის წევრებს შორის გაიმართა მეგობრული და გაცნობითი შეხვედრა. შეხვედრის მთავარი მიზანი ერთმანეთის გაცნობა, გამოცდილების გაზიარება და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე საუბარი იყო.

შეხვედრის განმავლობაში მოსწავლეებმა ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი შთაბეჭდილებები, ინტერესები და ის საქმიანობა, რომელსაც ეკო კლუბების ფარგლებში ვახორციელებთ. ვისაუბრეთ ეკო კლუბის მნიშვნელობაზე, მის განვითარებასა და იმ საინტერესო აქტივობებზე, რომელთა განხორციელებაც მომავალში შეგვიძლია. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ გარემოს დაცვის საკითხებს, ბუნების მოფრთხილებას, გამწვანებას, ნარჩენების სწორად მართვასა და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას.

შეხვედრა ძალიან საინტერესო და სასიამოვნო აღმოჩნდა. ერთმანეთისგან ბევრი ახალი იდეა მივიღეთ და დავრწმუნდით, რომ საერთო მიზნების მისაღწევად თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია.

ასევე გამოვთქვით სურვილი, რომ მომავალშიც გავაგრძელოთ მეგობრობა, ხშირად მოვაწყოთ მსგავსი შეხვედრები და ერთობლივად განვახორციელოთ სხვადასხვა ეკოლოგიური პროექტი.

ეს შეხვედრა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ჩვენი ეკო კლუბების დაახლოებისა და სამომავლო თანამშრომლობისთვის. გვჯერა, რომ ერთად უფრო მეტ კარგ საქმეს გავაკეთებთ ჩვენი გარემოსა და მომავალი თაო

ბებისთვის.

იტვირთება…