ტოლერანტობის შესახებ შემეცნებითი გაკვეთილი დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის
ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლის ეკო კლუბ „ბერშოულას“ წევრებმა დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის ჩავატარეთ საინტერესო და შემეცნებითი გაკვეთილი, რომლის მიზანი იყო ბავშვებში ტოლერანტობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ერთმანეთის პატივისცემის მნიშვნელობის გააზრება.
გაკვეთილის განმავლობაში პატარებს მარტივი და მათთვის გასაგები ენით ავუხსენით, თუ რას ნიშნავს ტოლერანტობა, რატომ არის მნიშვნელოვანი მისი დაცვა და როგორ უნდა გამოვხატოთ პატივისცემა ერთმანეთის მიმართ. ვისაუბრეთ იმაზე, რომ ყველა ადამიანი განსხვავებულია, ყველას აქვს საკუთარი აზრი, შეხედულებები და შესაძლებლობები, თუმცა ეს განსხვავებები ხელს არ უნდა გვიშლიდეს მეგობრობასა და ურთიერთპატივისცემაში.
ასევე განვუმარტეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ვიყოთ კეთილგანწყობილნი, არ დავჩაგროთ სხვები, მივიღოთ ერთმანეთი ისეთები, როგორებიც ვართ და საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთს დავეხმაროთ.
თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ ბავშვებს შევთავაზეთ სახალისო და შემოქმედებითი აქტივობა. მათ ტოლერანტობის თემასთან დაკავშირებული ნახატები გააფერადეს, რაც დაეხმარა მათ, უფრო კარგად გაეაზრებინათ ამ ცნების მნიშვნელობა.
მსგავსი აქტივობებით ვცდილობთ, პატარებს ადრეული ასაკიდანვე ჩამოვუყალიბოთ ურთიერთპატივისცემის, თანასწორობის, მეგობრობისა და სიკეთის ღირებულებები, რადგან ტოლერანტული საზოგადოება სწორედ ერთმანეთის მიღებითა და პატივისცემ
ით იწყება.