ქალთა უფლებები
პროექტში ჩართულმა მოსწავლებმა სხვადასხვა კლასის მოსწავლეებთან მოაწყვეს შეხვედრა და წარმოადგინეს პროექტი ქალთა უფლებებზე .პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება, თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის მნიშვნელობის გააზრება. მოსწავლეებისთვის ინფორმაციის მიწოდება ქალთა უფლებების, თანაბარი შესაძლებლობებისა და საზოგადოებაში ქალის როლის შესახებ. ასევე, თანასწორობაზე დაფუძნებული ღირებულებებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის განვითარება.აქტივობის შედეგად მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების შესახებ. სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, გააცნობიერეს თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების მნიშვნელობა, გაუჩნდათ მეტი ინტერესი აღნიშნული საკითხების მიმართ. პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა კი განივითარეს კომუნიკაციის, ინფორმაციის მოძიების, პრეზენტაციისა და თანატოლებთან ცოდნის გაზიარების უნარები.მოსწავლეებმა გაითავისეს რომ თანასწორობა იწყება ცნობიერებით, პატივისცემითა და თითოეული ადამიანის უფლებების აღიარებით.