ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოამზადეს და წარადგინეს პრეზენტაცია თემაზე :„ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“. შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ჯანმრთელობის მნიშვნელობის გააზრება და ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. მოსწავლეებს უნდა გაეაზრებინათ, რამდენად მნიშვნელოვანია სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა, პირადი ჰიგიენის დაცვა, სრულფასოვანი ძილი და მავნე ჩვევებისგან თავის არიდება როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.
მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის შესახებ და გააცნობიერეს, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. გაიზარდა მათი ინტერესი ჯანსაღი კვების, ფიზიკური აქტივობის მიმართ. მოსწავლეებმა მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა და თანატოლებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მნიშვნელობა გააცნობიერეს. პროექტის ფარგლებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შედეგია, რომ მოსწავლეები მხოლოდ ინფორმაციის მიმღებები კი არ იყვნენ, არამედ თავად გახდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ცოდნის გამავრცელებლები და თანატოლების ცნობიერების ამაღლების ხელშემწყობები.