გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაიმერეთიმიზანი #15

ᲡᲡᲘᲞ ᲥᲐᲚᲐᲥ ᲥᲣᲗᲐᲘᲡᲘᲡ N37 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

დედამიწის ეკოსისტემები — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

ჰაერის და წყლის მნიშვნელობა

ნიკო კეცხოველის სასკოლო პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ჩაატარეს საინფორმაციო აქტივობა თემაზე :„სუფთა ჰაერი და წყალი – სიცოცხლის საფუძველი“.მოსწავლეებმა თანატოლებს გააცნეს ჰაერისა და წყლის დაბინძურების გამომწვევი ძირითადი მიზეზები, ისაუბრეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვით, საწარმოო საქმიანობით, ნარჩენების დაწვითა და წყალსატევებში საყოფაცხოვრებო ნარჩენების და ქიმიური ნივთიერებების მოხვედრით გამოწვეულ საფრთხეებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დაბინძურებული ჰაერისა და წყლის უარყოფით გავლენაზე ადამიანის ჯანმრთელობაზე, მცენარეთა და ცხოველთა სამყაროსა და მთლიანად ეკოსისტემაზე.მოსწავლეებმა ისაუბრეს გარემოს დაბინძურების პრევენციის გზებზე, წყლის რესურსების დაზოგვის, ნარჩენების სწორად მართვის, ჰაერის სისუფთავის შენარჩუნებისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მნიშვნელობაზე.აქტივობის შედეგადად მოხდა მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება, ჰაერისა და წყლის მნიშვნელობის გააზრება, გარემოს დაბინძურებით გამოწვეული საფრთხეების გაცნობიერება და ბუნების დაცვის მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება.მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა ჰაერისა და წყლის დაბინძურების მიზეზებისა და შედეგების შესახებ, გააცნობიერეს გარემოს დაცვის აუცილებლობა და საკუთარი პასუხისმგებლობა ეკოლოგიური პრობლემების შემცირებაში.

ყველა ფოტო (9)
იტვირთება…