გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაიმერეთიმიზანი #11

ᲡᲡᲘᲞ ᲥᲐᲚᲐᲥ ᲥᲣᲗᲐᲘᲡᲘᲡ N37 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

ქალაქებისა და დასახლებების მდგრადი განვითარება — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

უბნის მთავარი პრობლემა

ნიკო კეცხოველის პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს ავტოქარხნის უბანში არსებულ გარემოსდაცვით პრობლემებზე. მათ შეისწავლეს უბანში დაბინძურების გამომწვევი მიზეზები, დააკვირდნენ გარემოს მდგომარეობას და იმსჯელეს დაბინძურების უარყოფით გავლენაზე ადამიანის ჯანმრთელობასა და ეკოსისტემაზე.კვლევის პროცესში მოსწავლეებმა გამოავლინეს დაბინძურების შესაძლო წყაროები, შეაფასეს არსებული მდგომარეობა და იმსჯელეს პრობლემის შემცირების გზებზე.პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაძლიერება, ადგილობრივი ეკოლოგიური პრობლემების გააზრება და მათი გადაჭრის გზების ძიებაში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა.პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში კვლევითი უნარების, კრიტიკული აზროვნებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განვითარებას. მათ გააცნობიერეს, რომ გარემოზე ზრუნვა თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაა და მცირე ნაბიჯებსაც შეუძლია მნიშვნელოვანი ცვლილებების მოტანა.სხვადასხვა კლასებთან მოაწყვეს შეხვედრები პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა,ერთად დაგეგმეს სამომავლოდ რას მოიმოქმედებენ პრობლემის აღმოსაფხვრელად,დათქვეს დღე რომელ დღესაც ერთანი ძალებით შეძლებენ გარემოს დასუფთავებას.

ყველა ფოტო (10)
იტვირთება…