ტოლერანტობის დღის აღნიშვნა
ნიკო კეცხოველის სასკოლო პროექტის ფარგლებში 37-ე საჯარო სკოლის მოსწავლებმა, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 16 ნოემბერს,მოსწავლეებთან ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრის მიზანი იყო ტოლერანტობის მნიშვნელობის გააზრება, განსხვავებული კულტურის, შეხედულებებისა და ტრადიციების პატივისცემის ხელშეწყობა, თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის ღირებულებების გაძლიერება.მოსწავლეებმა ისაუბრეს დისკრიმინაციის, სტერეოტიპებისა და ბულინგის უარყოფით შედეგებზე, გააცნობიერეს, რამდენად მნიშვნელოვანია განსხვავებულობის მიღება და საზოგადოებაში თანაცხოვრების კულტურის დამკვიდრება.აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა ქუჩაში მოსახლეობას დაურიგეს საინფორმაციო ბუკლეტები, რითაც ხელი შეუწყვეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ტოლერანტობის, თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის საკითხებზე.აქტოვობის მიზანი იყო: მოსწავლეებში ტოლერანტული დამოკიდებულებების ჩამოყალიბება, განსხვავებულობის პატივისცემის, თანასწორობისა და სოლიდარობის მნიშვნელობის გააზრება და ფართო საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება.მოსწავლეებმა ამ აქტივობით შეძლეს მიღებული ცოდნის საზოგადოებისთვის გაზიარება და ტოლერანტული გარემოს ჩამოყალიბებაში საკუთარი წვლილის შეტანა.