გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაიმერეთიმიზანი #1

ᲡᲡᲘᲞ ᲥᲐᲚᲐᲥ ᲥᲣᲗᲐᲘᲡᲘᲡ N37 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

არა სიღარიბეს — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

სიღარიბე როგორც სამყაროს უდიდესი პრობლემა

პირველი აქტივობა ჩვენი სკოლის მდგრადი განვითარების მიზანს ,,არა სიღარიბეს’’ მიეძღვნა.ჩატარდა საგანმანათლებლო შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას ,სიღარიბესა და მასთან ბრძოლის გზებს.შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებში სოციალური პასუხისმგებლობის, ემპათიისა და სოლიდარობის გრძნობის გაღრმავება. შეხვედრაზე განვიხილეთ:რა არის სიღარიბე და როგორ მოქმედებს ის ინდივიდზე, ოჯახსა და საზოგადოებაზე.რატომ არის მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანის ჩართულობა გლობალური პრობლემების მოგვარებაში.

შეხვედრაზე მოსწავლეებთან ერთად ვიმსჯელეთ იმ ძირითად ნაბიჯებზე, რომლებიც აუცილებელია სიღარიბის დაძლევისა და მდგრადი მომავლის შესაქმნელად:

1. ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა.

2. თანაბარი შესაძლებლობების შექმნა.საზოგადოებამ ხელი უნდა შეუწყოს რესურსებსა და სამუშაო ადგილებზე თანაბარ წვდომას, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისა და ახალგაზრდებისთვის.

3. სოლიდარობა და საქველმოქმედო ინიციატივები.

4. ინოვაციები და გარემოზე ზრუნვა:

მდგრადი ეკონომიკური განვითარება, ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა და რესურსების გონივრული გადანაწილება ხელს უწყობს სიღარიბის დონის შემცირებას.

მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ სიღარიბე მხოლოდ ფინანსური რესურსების ნაკლებობა არ არის და ის მჭიდროდ უკავშირდება განათლებაზე წვდომას, ჯანდაცვასა და თანაბარ შესაძლებლობების ქონას.

იტვირთება…