“საველე გასვლა”
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ტრადიციულად აღინიშნება გადამფრენი ფრინველების მსოფლიო დღე, რომელიც ძირითადად მაისისა და ოქტომბრის მეორე შაბათს ემთხვევა. ამ თარიღის ფარგლებში, საგანმანათლებლო პროგრამები და ბუნებაზე დაკვირვების ექსკურსიები მიზნად ისახავს მოზარდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.
ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის ფარგლებში, ღრმაღელის საჯარო სკოლის ეკოკლუბის ხელმძღვანელის, ნათელა გოგოლიშვილისა და მაკა ხაბეიშვილის ორგანიზებით, მოსწავლეებისთვის საინტერესო და შემეცნებითი საველე გასვლა მოეწყო. ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს ფრინველთა მიგრაციისა და საველე დაკვირვების პროგრამაში, რომელიც ზაურ ჩანტლაძის მიერ ფრინველებზე დაკვირვების გიდის ტრენინგის გავლის შედეგად განვითარდა.
ორნაწილიანი ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებმა ჯერ პრაქტიკული საველე დაკვირვება ჩაატარეს და ოპტიკური აპარატურით გადამფრენ ფრინველებს ადევნეს თვალი, ხოლო შემდეგ ქობულეთისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ვიზიტორთა ცენტრში საინტერესო შემეცნებით აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა.
მოსწავლეებმა უამრავი ახალი ინფორმაცია შეიტყვეს ფრინველთა მიგრაციის, მათი ბუნებრივი ჰაბიტატისა და გარემოს დაცვის მნიშვნელობის შესახებ.
ეს გასვლა მათთვის არა მხოლოდ საინტერესო, არამედ ძალზედ შთამაგონებელი და დაუვიწყარი გამოცდილება აღმოჩნდა.