გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაგურიამიზანი #4

ᲡᲡᲘᲞ. ᲝᲖᲣᲠᲒᲔᲗᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲚᲘᲮᲐᲣᲠᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

ხარისხიანი განათლება — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

წარსულის ნაკვალევზე

2026 წლის 9 ოქტომბერს ლიხაურის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები სტუმრად ვეწვიეთ ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმს.ვიზიტის მთავარი მიზანი მოსწავლეებში ეროვნული თვითშეგნების ამაღლება, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა და მისი დაცვის აუცილებლობის გააზრება იყო. მეგზურობა მუზეუმის სპეციალისტმა ლალი კოტრიკაძემ გაგვიწია.ქ-მა ლალიმ ამომწურავად ისაუბრა ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლსა და დამსახურებაზე ერის წინაშე.გაიმართა საინტერესო კითხვა -პასუხი. ექვთიმე თაყაიშვილის თავდადებული მოღვაწეობის გაცნობამ მოსწავლეებს მოტივაცია მისცა, თავადაც იზრუნონ მშობლიური კუთხის ეკოლოგიურ და კულტურულ მომავალზე, გამოიმუშაონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და აქტიურად ჩაერთონ სკოლისა და თემის სასარგებლო ინიციატივებში, რაც მდგრადი განვითარებისა და ბუნებასთან ჰარმონიული თანაცხოვრების საფუძველია.

შეგროვდა ფოტო, ვიდეო და ისტორიული მასალები, რომლებიც გამოყენებული იქნება სასკოლო პრეზენტაციებისა და ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიებისთვის.

იტვირთება…