გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაგურიამიზანი #17

ᲡᲡᲘᲞ. ᲝᲖᲣᲠᲒᲔᲗᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲚᲘᲮᲐᲣᲠᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

თანამშრომლობა საერთო მიზნებისთვის — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

15 სექტემბერი-დემოკრატიის საერთაშორისო დღე

15 სექტემბერი დემოკრატიის საერთაშორისო დღეა, რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2007 წელს დააფუძნა. ამ დღის აღსანიშნავად ლიხაურის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა საინფორმაციო სეხვედრა მოაწყვეს სასკოლო საზოგადოებასთან.შეხვედრის მიზანი იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ადამიანის უფლებების დაცვა და დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერება.ეკოკლუბის წევრებმა აღნიშნეს:

მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ დემოკრატია არ შემოიფარგლება მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობით — ეს არის ყოველდღიური პროცესი, რომელიც მოქალაქეთა მუდმივ ჩართულობას, აზრის თავისუფლად გამოხატვასა და საკუთარი თემისა თუ გარემოს მიმართ პასუხისმგებლობის აღებას გულისხმობს.

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში, განსაკუთრებით თვალსაჩინოა სამოქალაქო აქტივიზმის როლი. მოსწავლეები და ეკოკლუბები აქტიურად მონაწილეობენ ადგილობრივი გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებაში, იღებენ დემოკრატიულ გადაწყვეტილებებს და თანამშრომლობენ ადგილობრივ თვითმმართველობებთან. შეხვედრაზე გამოიკვეთა

სამოქალაქო ჩართულობის 3 ძირითადი ნაბიჯი:

  1. პრობლემის იდენტიფიცირება: სკოლასა და თემში არსებული საჭიროებების დანახვა;

  2. დისკუსია და დაგეგმვა: გუნდური მსჯელობა და გადაწყვეტილებების დემოკრატიულად მიღება;

  3. ადვოკატირება და ქმედება: კონკრეტული პროექტების განხორციელება ცვლილებების მისაღწევად.

ჩვენი ხმა და ქმედება ქმნის რეალურ ცვლილებას — უკეთესი საზოგადოება და ჯანსაღი გარემო თითოეული ჩვენგანის აქტიურობაზეა დამოკიდებული!

იტვირთება…