ბუნების უხილავი სიმფონია
2026 წლის 12 ოქტომბერს ლიხაურის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა საინტერესო შეხვედრა მოაწყვეს მე-5 კლასის მოსწავლეებთან თემაზე „ბუნების ჰარმონია“. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება, ცხოველთა სამყაროს მრავალფეროვნების გაცნობა და ბიომრავალფეროვნების დაცვის მნიშვნელობის გააზრება.პრეზენტაციაზე განვიხილეთ, თუ როგორ ქმნის თითოეული ცოცხალი არსება — უმცირესი მწერიდან დიდ ძუძუმწოვრამდე — ეკოსისტემის წონასწორობას. მოსწავლეებმა გაეცნენ საქართველოსა და მსოფლიოს ფაუნის უნიკალურ წარმომადგენლებს, საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებსა და იმ მიზეზებს, რომლებიც ბუნებრივ წონასწორობას არღვევს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ყოველდღიურ ქმედებებს, რომლებითაც ბავშვებს შეუძლიათ ბუნების დაცვა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.აქტიურმა ჩართულობამ და საინტერესო დისკუსიამ აჩვენა, რომ პატარა მკვლევრები მზად არიან, გახდნენ ბუნების ერთგული ქომაგები და შეინარჩუნონ მისი ჰარმონია.