სუფთა ბუნების ჰარმონია
20 სექტემბერი დედამიწის დასუფთავების მსოფლიო დღეა. ამ დღის აღსანიშნავად ლიხაურის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა შეხვედრა მოაწყვეს საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან.შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო.ეკოკლუბის წევრებმა აღნიშნეს, რომ ეს არის გლობალური სამოქალაქო მოძრაობა, რომელიც მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანასა და მილიონობით ადამიანს აერთიანებს პლანეტის დასუფთავებისა და ნარჩენების სწორი მართვის ირგვლივ.ისაუბრეს იმაზე, რომ გარემოს დაბინძურება, განსაკუთრებით პლასტმასითა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, დღეს ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ეკოლოგიური გამოწვევაა. იგი საფრთხეს უქმნის როგორც ნიადაგსა და წყლის რესურსებს, ისე ბიომრავალფეროვნებასა და ადამიანის ჯანმრთელობას.
ჩვენი ეკოკლუბისა და სასკოლო საზოგადოების ჩართულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დასუფთავების აქციებში მონაწილეობა არ არის მხოლოდ ტერიტორიის დასუფთავება — ეს არის პასუხისმგებლობის გააზრება, საკუთარი მაგალითით ცნობიერების ამაღლება და ნაბიჯი მდგრადი, სუფთა მომავლისკენ.
დავგეგმეთ სამომავლო დასუფთავების აქციები