გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაგურიამიზანი #11

ᲡᲡᲘᲞ. ᲝᲖᲣᲠᲒᲔᲗᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲚᲘᲮᲐᲣᲠᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

ქალაქებისა და დასახლებების მდგრადი განვითარება — 2 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

ერის მეჭურჭლეთუხუცესის კვალდაკვალ

2026 წლის 29 სექტემბერს ლიხაურის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები სტუმრად ვეწვიეთ ექვთიმე თაყაიშვილის სახლ- მუზეუმს.ვიზიტს განსაკუთრებული ემოციური და შემეცნებითი ღირებულება მიანიჭა ერის მეჭურჭლეთუხუცესის ოჯახის ნათესავთან რევაზ თაყაიშვილთან შეხვედრამ. მასპინძელმა მოსწავლეებს უშუალო გარემოში გაგვიზიარა უნიკალური მოგონებები ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრების, მისი პიროვნული თვისებებისა და იმ თავდადების შესახებ, რომლითაც მან ეროვნული საუნჯე განადგურებას გადაარჩინა.

დავათვალიერეთ მუზეუმში დაცული პირადი ნივთები, ფოტოსურათები და ისტორიული ექსპონატები. ბატონმა რევაზმა გვესაუბრა იმ ფაქტებზე, რომლებიც მხოლოდ ექვთიმე თაყაიშვილის ნათესავებისთვის იყო ცნობილი. მიგვაჩნია, რომ ეროვნული მემკვიდრეობისა და ისტორიული მეხსიერების გაფრთხილება კეცხოველის პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია, მსგავსი უშუალო შეხვედრები კი ახალგაზრდებს კიდევ უფრო უღრმავებს პატივისცემას საკუთარი ქვეყნის კულტურული საუნჯისა და მისი დამცველების მიმართ.


აქტივობა 02

მოგზაურობა გურიის ისტორიაში

2026 წლის 27 სექტემბერს ლიხაურის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები სტუმრად ვეწვიეთ ოზურგეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს. გვესაუბრა მუზეუმის სპეციალისტი მანანა მემარნიშვილი. ვიზიტის მიზანს რეგიონის მდიდარი კულტურული, ისტორიული და ბუნებრივი მემკვიდრეობის სიღრმისეული გაცნობა წარმოადგენდა.ქ-მა მანანამ დაწვრილებით გვიამბო მუზეუმის ისტორიის შესახებ. გვესაუბრა მუზეუმში არსებულ ექსპონატებზე.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმში დაცული ექსპონატები — არქეოლოგიური აღმოჩენები, ეთნოგრაფიული მასალები და უნიკალური ისტორიული დოკუმენტები, რომლებიც გურიის მხარის უძველეს წარსულსა და ტრადიციებს ასახავს. შეხვედრამ საშუალება მოგვცა უკეთ გავცნობოდით ადგილობრივი იდენტობისა და კულტურული მეხსიერების შენარჩუნების მნიშვნელობას.

კულტურული და ბუნებრივი გარემოს მოვლა-პატრონობა კეცხოველის პროექტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებში ამაღლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობას, აფართოებს თვალსაწიერს და უღრმავებს სიყვარულს საკუთარი კუთხის ისტორიისა და გარემოს მიმართ.

იტვირთება…