გარემოზე ზრუნვა შეიძლება ძალიან მარტივი მოქმედებით დაიწყოს — საკუთარი ეზოს, სკოლის, ქუჩის, სანაპიროსა თუ სხვა საჯარო სივრცის დასუფთავებით, ნარჩენების შემცირებითა და დახარისხებით, მრავალჯერადი ნივთების გამოყენებით ან ადგილობრივ გარემოსდაცვით ინიციატივებში მონაწილეობით. სსიპ როსტომ აბრამიშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლის პატარა ეკოკლუბელები აქტიურად ჩაერთვნენ მსოფლიო დასუფთავების აქციაში და 2026 წლის 22 სექტემბერს გადაწყვიტეს თავისი სკოლის ეზოს დასუფთავება. მათ შეაგროვეს ჩამოცვენილი ფოთლები და დამტვრეული ტოტები, მოათავსეს ურნაში და სკოლის ეზოში სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე დააგროვეს. ეკოკლუბელებს გადაწყვეტილი აქვთ აწარმოონ კომპოსტი და საგაზაფხულოდ სკოლის ყვავილნარის ნიადაგის განოყიერებისათვის გამოიყენონ. ამ აქტივობით ისინი სკოლის დამლაგებლებსაც დაეხმარნენ და საქმე გაუიოლეს, რისთვისაც მათგან მადლობა დაიმსახურეს. მსგავს აქტივობებს მომავალშიც გეგმავენ უფრო ფართო მაშტაბით.
მდგრადი განვითარების მიზნები
დედამიწის ეკოსისტემები