გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობა
სსიპ ქ. გორი N12 საჯარო სკოლაშიდა ქართლი30 ნერგიატვირთულია:

ᲕᲘᲖᲘᲢᲘ ᲟᲘᲜᲕᲐᲚᲘᲡ ᲬᲧᲐᲚᲡᲐᲪᲐᲕᲖᲔ.

წყალი სიცოცხლეა, ხოლო მისი სისუფთავე — ჩვენი მომავალი“

გორისა და გორის მუნიციპალიტეტის სკოლების ეკოკლუბებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ეკოკლუბი ეკომეგობრები აქტიურად არის ჩართული მასშტაბური და უაღრესად მნიშვნელოვან პროექტის — „სუფთა წყალი და სანიტარია“ განხორციელებაში, რომელიც სტარტს 2026 წლის ივნისში იღებს.

გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების, ბუნებასთან უშუალო კონტაქტისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების მიზნით, 2026 წლის 27 სექტემბერს პროექტის ფარგლებში მოეწყო შემეცნებით-საგანმანათლებლო ტური. გორისა და გორის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდა ეკო-აქტივისტები გაემგზავრნენ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და წყლის რესურსებით მდიდარი კუთხის დასათვალიერებლად.

მოსწავლეებმა მოინახულეს:

ანანურის ისტორიული კომპლექსი — სადაც წარსულის დიდებულება და ბუნების სილამაზე ერთმანეთს ერწყმის;

ბაზალეთის ტბა — საინტერესო ეკოსისტემითა და ლეგენდებით მოცული ბუნებრივი წყალსატევი;

ჟინვალის წყალსაცავი — რეგიონის უმნიშვნელოვანესი წყლის არტერია და ენერგორესურსი.

ეს გასვლა ჩვენი ეკოკლუბის წევრებისთვის არ ყოფილა მხოლოდ შთამბეჭდავი მოგზაურობა — ეს იყო შესაძლებლობა, საკუთარი თვალით ენახათ წყლის რესურსების მნიშვნელობა, ეფიქრათ მათ მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.

ეკოკლუბი ეკომეგობრები და პარტნიორი სკოლები კვლავაც აქტიურად განაგრძობენ მუშაობას ჯანსაღი, სუფთა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად!

მდგრადი განვითარების მიზნები

  • ხარისხიანი განათლება
  • სუფთა წყალი და სანიტარია
იტვირთება…