გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობა
სსიპ ზაზა დამენიას სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლაგურია30 ნერგიატვირთულია:

ᲑᲣᲜᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲪᲕᲘᲡ ᲡᲐᲛᲡᲐᲮᲣᲠᲨᲘ- ᲛᲝᲡᲬᲐᲕᲚᲔᲔᲑᲘ ᲐᲖᲘᲣᲠᲘ ᲤᲐᲠᲝᲡᲐᲜᲘᲡ ᲙᲕᲚᲔᲕᲘᲡ ᲚᲐᲑᲝᲠᲐᲢᲝᲠᲘᲐᲨᲘ

2026 წლის18 ნოემბერს ზაზა დამენიას სახელობის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს საინტერესო და შემეცნებითი საგანმანათლებლო ვიზიტის შესაძლებლობა მიეცათ- ისინი აზიური ფაროსანის შესწავლის ლაბორატორიას ესტუმრნენ.მოსწავლეები გაეცნენ აზიური ფაროსანის ბიოლოგიურ თავისებურებებს, მის გავრცელებას და სოფლის მეურნეობისათვის მიყენებულ ზიანს. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ლაბორატორიაში განხორციებულმა ინოვაციურმა კვლევებმა და მიღწევებმა. მოსწავლეებმა შეიტყვეს, რომ მეცნიერები ბუნებაზე ზრუნვისა და მავნებლებთან ბრძოლის ეკოლოგიურად უსაფრთხო გზების ძიებაში მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ. მეცნიერებმა აუხსნეს ბავშვებს ფაროსანასთან ბრძოლის ბიოლოგიური მეთოდები, მათ შორის მათი ბუნებრივი მტრების- პარაზიტი მწერების გამოყენება, რომელთა გამრავლებასა და შესწავლაზეც ლაბორატორიაში მუშაობენ. ვიზიტი მოსწავლეებისათვის ნამდვილი აღმოჩენა აღმოჩნდა, მათ კიდევ ერთხელ დაინახეს, რამდენად მნიშვნელოვანია მეცნიერება გარემოს დაცვისთვის. მეცნიერება იწყება კითხვით, ვითარდება კვლევით და ემსახურება სიცოცხლეს!

ყველა ფოტო (7)

მდგრადი განვითარების მიზნები

  • ხარისხიანი განათლება
  • მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა
  • დედამიწის ეკოსისტემები
იტვირთება…