გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობა
სსიპ გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქ. ფოთის მე-7 საჯარო სკოლასამეგრელო-ზემო სვანეთი30 ნერგიატვირთულია:

ᲔᲠᲗᲘ ᲓᲦᲔ ᲐᲕᲢᲝᲛᲝᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲠᲔᲨᲔ

ეკოკლუბელების ინიციატივით, ეკოკლუბელების ,მშობლებისა და მასწავლებლების ხელშეწყობით სკოლაში გაიმართა ეკოლოგიური აქცია ,,ერთი დღე ავტომობილების გარეშე", რომელშიც მონაწილეობა მიიღო დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა. აქციის მიზანი იყო გარემოზე ზრუნვა , ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა.ამ დღის აღსანიშნავად სკოლის მოსწავლეები სკოლაში ავტომობილების ნაცვლად ველოსიპედებით მოვიდნენ. მათ ამ ფორმით კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა სუფთა გარემოსა და ეკოლოგიურად უსაფრთხო ტრანსპორტის მიმართ. აქტივობაში მონაწილეებს დაანახა ,რომ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია წვლილი შეიტანოს გარემოს დაცვაში.ველოსიპედით გადადგილება ამცირებს ჰაერის დაბინძურებას , ხელს უწყობს ფიზიკურ აქტივობას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. ველოსიპედები მოსწავლეებმა სსკოლის ეზოში მოწყობილ უსაფრთხო ველო სადგომზე დააყენეს. პატარა ნაბიჯებით შეგვიძლია დიდი ცვლილებების განხორციელება . ,, ველო ჩვენი არცევანია, სუფთა გარემო -ჩვენი მიზანი.

მდგრადი განვითარების მიზნები

  • ქალაქებისა და დასახლებების მდგრადი განვითარება
იტვირთება…