გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობა
სსიპ. დაგვას საჯარო სკოლააჭარის ავტონომიური რესპუბლიკა30 ნერგიატვირთულია:

„ᲜᲔᲨᲝᲛᲞᲐᲚᲘᲡ ᲛᲘᲦᲔᲑᲐ ᲩᲐᲛᲝᲪᲕᲔᲜᲘᲚᲘ ᲤᲝᲗᲚᲔᲑᲘᲡᲒᲐᲜ“ 🍂

🍂 ნეშომპალის მიღება ჩამოცვენილი ფოთლებისგან 🌱

სსიპ ქობულეთის რაიონის სოფელ დაგვას საჯარო სკოლის ეკოკლუბის მოსწავლეებმა დღეს კიდევ ერთი საინტერესო და სასარგებლო გარემოსდაცვითი აქტივობა განახორციელეს. მათ საკუთარი ხელით მოაწყვეს ნეშომპალის მისაღები ყუთი, დაასუფთავეს სკვერის ტერიტორია, შეაგროვეს ჩამოცვენილი ფოთლები და მომზადებულ ყუთში მოათავსეს. ახლა მოსწავლეები ინტერესით ელოდებიან ბუნებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც ფოთლები დაიშლება და ნეშომპალად გარდაიქმნება. მიღებული ნეშომპალა კი მომავალში მცენარეებისა და ნიადაგის გასამდიდრებლად გამოიყენება.ამ აქტივობით ბავშვებმა პრაქტიკულად დაინახეს, რომ ბუნებაში ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ერთი შეხედვით უსარგებლო ფოთოლსაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს.ჩვენ ვსწავლობთ ბუნებისგან, ვზრუნავთ გარემოზე და პატარა საქმეებით ვქმნით დიდ ცვლილებებს! 🌿ჩვენი მიზანია, მოსწავლეებმა არა მხოლოდ ისწავლონ ბუნებაზე ზრუნვა, არამედ თავად გახდნენ გარემოსდაცვითი ცვლილებების შემქმნელები. დღეს შეგროვებული ფოთლები ხვალ ნიადაგის სიმდიდრედ და ახალი სიცოცხლის წყაროდ იქცევა. ასე ვაქცევთ ზრუნვას საქმედ, ცოდნას კი — სასარგებლო გამოცდილებად! 🌿🍂

ყველა ფოტო (10)

მდგრადი განვითარების მიზნები

  • გონივრული მოხმარება და წარმოება
  • კლიმატის მდგრადობის მიღწევა
  • დედამიწის ეკოსისტემები
იტვირთება…