გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობა
სსიპ ქალაქ ბათუმის N16 საჯარო სკოლააჭარის ავტონომიური რესპუბლიკა30 ნერგიატვირთულია:

„ᲫᲕᲔᲚ ᲢᲔᲥᲜᲘᲙᲐᲡ ᲐᲮᲐᲚᲘ ᲡᲘᲪᲝᲪᲮᲚᲔ — ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲙᲐᲛᲞᲐᲜᲘᲐ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲜᲣᲚᲘ ᲜᲐᲠᲩᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲡᲬᲝᲠᲘ ᲛᲐᲠᲗᲕᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ"

ბათუმის N16 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ეკო-სფეისის“ ინიციატივით განხორციელდა საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში, მშობლებსა და სასკოლო საზოგადოებაში ელექტრონული ნარჩენების მართვის შესახებ ცნობიერების ამაღლება და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაძლიერება. ამასთანავე, სკოლა აქტიურად ჩაერთო Wasteless-ის კონკურსში „ეკომეგობრული აჭარა 2026“.
კამპანიის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ელექტრონული ნარჩენების (WEEE) გარემოზე ზემოქმედების, მათი არასწორი განთავსებით გამოწვეული საფრთხეებისა და შეგროვება-გადამუშავების მნიშვნელობის შესახებ.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ საკითხებს: რას წარმოადგენს ელექტრონული ნარჩენი, რატომ არ შეიძლება მათი საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად გადაყრა, როგორ უნდა მოხდეს მათი უსაფრთხოდ შეგროვება და სათანადო მართვა.
საინფორმაციო კამპანია მოიცავდა ცნობიერების ამაღლების შეხვედრებს, მოსწავლეთა ინფორმირებას, საინფორმაციო მასალების გავრცელებასა და ელექტრონული ნარჩენების შეგროვების პროცესში სასკოლო საზოგადოების მობილიზებას.
კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა. მათ მიღებული ცოდნა გაუზიარეს თანატოლებსა და ოჯახის წევრებს და მოუწოდეს, გამოუყენებელი ელექტრონული მოწყობილობები გარემოსთვის უსაფრთხო გზით ჩაებარებინათ.
აქტივობამ ხელი შეუწყო ელექტრონული ნარჩენების მართვის კულტურის ჩამოყალიბებას, პასუხისმგებლიანი ეკომოქალაქეობის განვითარებასა და გარემოსდაცვითი ქცევის პრაქტიკაში დანერგვას.

მთავარი გზავნილი:
„ძველი ტექნიკა ნაგავი არ არის — ის რესურსია, რომელსაც სწორი მართვის შემთხვევაში ახალი სიცოცხლის მინიჭება შეუძლია!“

ყველა ფოტო (10)

მდგრადი განვითარების მიზნები

  • ხარისხიანი განათლება
  • ქალაქებისა და დასახლებების მდგრადი განვითარება
  • გონივრული მოხმარება და წარმოება
  • კლიმატის მდგრადობის მიღწევა
იტვირთება…