გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობა
რუსთავი #18 საჯარო სკოლაქვემო ქართლი30 ნერგიატვირთულია:

„ᲩᲔᲛᲘ ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ ᲜᲔᲠᲒᲘ“

სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბი „ეკოSide“

მდგრადი განვითარების მიზნები:

N4 — ხარისხიანი განათლება

N13 — კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო მოქმედებები

N15 — დედამიწის ეკოსისტემები

10 ნოემბერს სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბმა „ეკოSide“ გამოიჩინა ინიციატივა და სკოლის პირველკლასელები გარემოსდაცვით პროექტში „ჩემი პირველი ნერგი“ ჩართო.

პროექტის ფარგლებში პირველკლასელებმა სკოლის ეზოში ნერგები დარგეს, რითაც საკუთარი წვლილი შეიტანეს სკოლის გარემოს გამწვანებაში. ინიციატივის მიზანი ბავშვობიდანვე ბუნებისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, გარემოს დაცვის მნიშვნელობის გაცნობა და მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება იყო.

აღნიშნული აქტივობით ეკო კლუბმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ გარემოზე ზრუნვა ადრეული ასაკიდან იწყება და თითოეულ ადამიანს შეუძლია თავისი წვლილის შეტანა უფრო მწვანე და ჯანსაღი გარემოს შექმნაში.

მონაწილეები: ქეთინო ციცქიშვილი, ანი კვირკველია, მარიამ სოლაშვილი, დავით სხირტლაძე, ელვინ გაჯიევი, რაულ ალიევი, თეკლა სულაბერიძე, სალომე ქებაძე და გიორგი ჩხიკვაძე

ყველა ფოტო (7)

მდგრადი განვითარების მიზნები

  • ხარისხიანი განათლება
  • კლიმატის მდგრადობის მიღწევა
  • დედამიწის ეკოსისტემები
იტვირთება…