გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობა
სსიპ როსტომ აბრამიშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ სარეკის საჯარო სკოლაიმერეთი30 ნერგიატვირთულია:

ᲙᲕᲔᲠᲔᲗᲘᲡ ᲐᲦᲙᲕᲔᲗᲘᲚᲘ

    კვერეთის აღკვეთილი დაარსდა 2023 წლის 1 იანვარს. იგი შეიქმნა საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიაზე, რაჭის ქედის სამხრეთ მონაკვეთზე, რომელიც მოიცავს მდინარეების ჩიხურასა და ჯრუჭულას სათავეებს.ჩვენი ეკოკლუბი ხშირად სტუმრობს აღკვეთილს და მის სპეციალისტებთანაც აწარმოებს შეხვედრებს. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა გაიმართა 2026 წლის 18 ნოემბერს, სსიპ როსტომ აბრამიშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ სარეკის საჯარო სკოლის ეკოკლუბის ახალი წევრები შეხვდნენ აღკვეთილის სპეციალისტს ზურა კილაძეს. მან მოსწავლეებს წარუდგინა პრეზენტაცია კვერეთის აღკვეთილის შესახებ. კვერეთის დაცული ტერიტორია  გამოირჩევა ეროვნული  და  საერთაშორისო მნიშვნელობის უნიკალური ბიომრავალ;ფეროვნებით, ეკოსისტემებითა და ლანდშაფტებით.  აქ გვხვდება ცოცხალ ორგანიზმთა იშვიათი, უნიკალური, დამახასიათებელი და საქართველოს ,,წითელ  ნუსხაში”  შეტანილი, გადაშენების  საფრთხის წინაშე მყოფი გარეულ ცხოველთა  თუ ფრინველთა  სახეობები: მურა დათვი, წითელწინწკლებიანი კალმახი, კოლხური ხოხობი, კაკაბი თავიანთი უნიკალური  და გამორჩეული მახასიათებლებიდან გამომდინარე  კვერეთის აღკვეთილის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა მათ გარდა ამ ტერიტორიაზე ასევე მრავლად გვხვდება მგელი, ტურა, მელა, კვერნა, შველი, გარეული ღორი, გარეული კურდღელი. ფრინველებიდან-ქორი,  ძერა, კავკასიური როჭო, კოდალა  და ა. შ.

ყველა ფოტო (8)

მდგრადი განვითარების მიზნები

  • ხარისხიანი განათლება
  • დედამიწის ეკოსისტემები
იტვირთება…