სსიპ როსტომ აბრამიშვილის სახელობის საჩერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლის ეკოკლუბის ინიციატივით სკოლაში სიკეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დაიგეგმა. სიკეთის მსოფლიო დღე (World Kindness Day) ყოველწლიურად 13 ნოემბერს აღინიშნება. ამ დღის მთავარი მიზანია ადამიანებში სიკეთის, თანაგრძნობის, ურთიერთდახმარების, პატივისცემისა და მზრუნველობის გაძლიერება. ამ კვირის ერთერთი აქტივობა იყო შეშის შეგროვება და დასაწყობება. სსიპ როსტომ აბრამიშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ სარეკის ეკოკლუბის მოსწავლეებმა მოიძიეს სოფელში ვის ქონდა შეშა დაჩეხილი და ჭირდებოდა მისი დასაწყობება. თვით შეშის დაჩეხვა მოსწავლეებისათვის უსაფრთხო აქტივობას არ წარმოადგენდა და ამიტომ მოიძიეს ის ოჯახები, ვისაც ჭირდებოდა დაჩეხილი შეშის ეზოში შეტანა და მისთვის განკუთვნის ადგილზე დალაგება. მოსწავლეები ხალისით შეუდგნენ საქმეს და შესრულეს კიდეც წამოწყებული აქტივობა. მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეებში აღძრავს სიკეთის ქმნის სურვილს. მათ გადაწყვიტეს, რომ სხვა მოსწავლეებიც ჩაერთოთ საქმეში და ასე დახმარებოდნენ სოციალ დაუცველ, მრავალშვილიან ან შეჭირვებულ ოჯახებს.
მდგრადი განვითარების მიზნები
არა სიღარიბეს
ქალაქებისა და დასახლებების მდგრადი განვითარება
გონივრული მოხმარება და წარმოება