ეკოკლუბის მაღალკლასელმა ბიჭებმა, მეტყევის თანხლებით, სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე საველე კვლევა განახორციელეს. მოსწავლეებმა წინასწარ შერჩეული ტერიტორია მოინიშნეს და შეისწავლეს მისი ეკოლოგიური მდგომარეობა. აღწერეს ტერიტორიაზე გავრცელებული მცენარეები, შეაფასეს მათი მდგომარეობა, დააკვირდნენ მცენარეული საფარის სიმჭიდროვეს და აღრიცხეს აღმოჩენილი ნარჩენები მათი ტიპების მიხედვით.
კვლევის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა მიღებული შედეგები სოფლის რწმუნებულს და მის თანაშემწეს გააცნეს და მათთან ერთად ტერიტორიის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობები განიხილეს. მეტყევის რეკომენდაციების გათვალისწინებით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გაზაფხულზე შესაბამის ტერიტორიაზე განხორციელდება მცენარეული საფარის შერჩევითი გამოხშირვა, ხოლო გამწვანებისთვის განსაზღვრულ მონაკვეთზე დაირგვება ადგილობრივ გარემო პირობებთან თავსებადი ნერგები.
აქტივობის მთავარი ღირებულება მოსწავლეთა მიერ კვლევაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებაა. მათ პრაქტიკულად გაიაზრეს, რომ გარემოზე ზრუნვა მხოლოდ ხეების დარგვას არ გულისხმობს — ის ეკოსისტემის შესწავლას, არსებული მდგომარეობის შეფასებას, სპეციალისტებთან თანამშრომლობასა და გააზრებულ მოქმედებას მოითხოვს. აღნიშნული აქტივობა ეხმიანება კონკურსის მთავარ თემას.
ყველა ფოტო (10)
მდგრადი განვითარების მიზნები
კლიმატის მდგრადობის მიღწევა
დედამიწის ეკოსისტემები