გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობა
სსიპ ქუთაისის N 40 საჯარო სკოლაიმერეთი30 ნერგიატვირთულია:

ᲕᲘᲖᲘᲢᲘ ᲛᲝᲮᲣᲪᲗᲐ ᲗᲐᲕᲨᲔᲡᲐᲤᲐᲠᲨᲘ

🌿 სიკეთე, თანაგრძნობა და თაობათა შორის მეგობრობა მდგრადი განვითარების მნიშვნელოვანი ნაბიჯებია💚

ჩვენი სკოლის ეკოკლუბ "ტერა ნუქსის" წევრები მოხუცთა თავშესაფარს ესტუმრნენ. ვიზიტი სიმბოლურად, ეკო-კლუბის ხელმძღვანელმა,სოფიო გველესიანმა დაგეგმა, ნანა ჯანაშიას სახელობის პირველი სტიპენდიით. შეხვედრა სითბოთი, სიყვარულითა და გულწრფელი ემოციებით იყო სავსე. მოსწავლეებმა ხანდაზმულ ადამიანებს ყურადღება და მზრუნველობა გაუზიარეს, მათთან ერთად გაატარეს დრო და კიდევ ერთხელ გააცნობიერეს, რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის მხარდაჭერა, პატივისცემა და თანადგომა.

აღნიშნული ინიციატივა სრულად ეხმიანება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს:

🌍 ჯანმრთელობა და კეთილდღეობა: ემოციური მხარდაჭერის, ურთიერთობისა და პოზიტიური გარემოს შექმნის ხელშეწყობა.

🤝 შემცირებული უთანასწორობა: ასაკის მიუხედავად, თითოეული ადამიანის ღირსების, თანასწორობისა და ჩართულობის პატივისცემა.

🏘️ მმდგრადი ქალაქები და დასახლებები: მზრუნველი, სოლიდარული და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბება.

🌱 ხარისხიანი განათლება: მოსწავლეებში სოციალური პასუხისმგებლობის, ემპათიისა და მოქალაქეობრივი ცნობიერების განვითარება.

გვჯერა, რომ მდგრადი განვითარება მხოლოდ გარემოზე ზრუნვას არ გულისხმობს, ის ადამიანებზე ზრუნვით, სიკეთითა და ურთიერთპატივისცემით იწყება.

ვასწავლოთ ბავშვებს არა მხოლოდ ბუნების დაცვა, არამედ ადამიანების სიყვარული და დაფასებაც, რადგან მდგრადი მომავალი მზრუნველი საზოგადოებით იქმნება 💚

ყველა ფოტო (9)

მდგრადი განვითარების მიზნები

  • არა სიღარიბეს
  • არა შიმშილს
  • ხარისხიანი განათლება
  • შემცირებული უთანასწორობა
  • თანამშრომლობა საერთო მიზნებისთვის
იტვირთება…