შემოდგომა სიცივესთან ასოცირდება, ყველა სულდგმული სითბოს ეძებს. გარეული ფრინველები საცოდავად იბუზებიან. კლუბის წევრებმა წინა პრეზენტაციის დროს აღნიშნეს გარეულ ფრინველთა თავშესაფარის შესახებ, მათ გადაწყვიტეს გარეული ფრინველებისათვის გაეკეთებიათ გალიები და განეთავსებიათ სკოლის ეზოში. ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანეს და 2026 წლის, 9 ოქტომბერს სკოლის ეზოში წიწვოვან ხეებზე განათავსეს გალიები. გალიებისათვის მათ მისვლა მოუხდათ რამოდენიმე სადურგლო სახელოსნოში რომლებიც სოფელში აქვთ ხელოსნებს. იქედან წამოიღეს ნარჩენი მასალები: ფიცრები, რეიკები, საღებავი. პატარა ჭიკარტები. ინათხოვრეს სადურგლო იარაღები, ხერხი და ჩაქუჩი და სახლში დაჭრეს სასურველ ზომებად ფიცრები, შეაკავშირეს ერთმანეთთან,მისცეს სახლის ფორმა. დააჭედეს, გაუკეთეს ლითონის საკიდები. გაღებეს და მოიტანეს სკოლაში. იგი განათავსეს სკოლის ეზოში მდგარ ხეებზე. აქტიურობა სკოლის ადმინისტრაციას და მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ,გუნდმა შექება დაიმსახურა. გუნდის წევრებმა აღნიშნეს რომ მსგავს გალიებს თავიანთ ეზოშიც გააკეთებენ.
მდგრადი განვითარების მიზნები
თანამშრომლობა საერთო მიზნებისთვის