გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობა
დავით ელიზბარაშვილის სახელობის შილდის N1 საჯარო სკოლაკახეთი30 ნერგიატვირთულია:

„ᲛᲬᲕᲐᲜᲔ ᲒᲐᲠᲔᲛᲝ – ᲩᲕᲔᲜᲘ ᲡᲐᲔᲠᲗᲝ ᲞᲐᲡᲣᲮᲘᲡᲛᲒᲔᲑᲚᲝᲑᲐ“

სსიპ დავით ელიზბარაშვილის სახელობის  ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის N1 საჯარო სკოლისეკოკლუბ „მწვანე სიცოცხლის“ წევრებმა და  (VIII–XI კლასების მოსწავლეებმა), მასწავლებლების – მაიას მაზანიშვილის, ნათია ზურაბიშვილისა და გიორგი ფაჩოშვილის ხელმძღვანელობით, გარემოსდაცვითი გამწვანების აქცია განახორციელეს. 20 ნოემბერსაქტივობის ფარგლებში გამწვანდა როგორც სკოლის ეზო, ისე სოფლის მიმდებარე სპორტული მოედნის ტერიტორია, სადაც მოსწავლეებს სპორტის გაკვეთილები უტარდებათ. ორივე სივრცეში დაირგო ტუიები, რამაც ხელი შეუწყო გარემოს გალამაზებას, გამწვანებასა და უფრო სასიამოვნო სივრცის შექმნას.აქციის მიზანი იყო მოსწავლეებში ბუნებისადმი მზრუნველი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებრივ სივრცეებზე ზრუნვის პასუხისმგებლობის განვითარება.ეკოკლუბის წევრებმა პრაქტიკული მონაწილეობით კიდევ ერთხელ გააცნობიერეს, რომ გარემოს დაცვა კონკრეტული ქმედებებით იწყება. მათ იზრუნეს არა მხოლოდ სკოლის საკუთრივ სივრცეზე, არამედ სოფლის საერთო დანიშნულების ტერიტორიაზეც, რითაც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეში შეიტანეს საკუთარი წვლილი.

მიღწეული შედეგი: გამწვანდა სკოლის ეზო და სოფლის სპორტული მოედნის მიმდებარე ტერიტორია. ორივე სივრცეში დაირგო ტუიები, შეიქმნა უფრო მწვანე და მიმზიდველი გარემო. აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების, გუნდური მუშაობისა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის განვითარებას.

ყველა ფოტო (10)

მდგრადი განვითარების მიზნები

  • ჯანმრთელობა და კეთილდღეობა
  • ხარისხიანი განათლება
  • ქალაქებისა და დასახლებების მდგრადი განვითარება
  • კლიმატის მდგრადობის მიღწევა
  • დედამიწის ეკოსისტემები
იტვირთება…