2026 წლის 19 ნოემბერს სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლის ეკოკლუბის მოსწავლეებმა, მე-7 კლასის მოსწავლეების აქტიური მონაწილეობით, სკოლის ტერიტორიაზე სანიაღვრე არხების გაწმენდისა და მოწესრიგების ეკოლოგიური აქტივობა განახორციელეს. მოსწავლეებმა პასუხისმგებლობით შეასრულეს დაკისრებული საქმე, გაწმინდეს სანიაღვრეები დაგროვილი ნარჩენებისა და ფოთლებისგან და ხელი შეუწყვეს წვიმის წყლის თავისუფლად გადინებას. აქტივობის მიზანი იყო სასკოლო გარემოს დაცვა, წყლის დაგუბებისა და დაბინძურების პრევენცია, მოსწავლეებში შრომითი უნარებისა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაძლიერება. ბავშვებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ გარემოზე ზრუნვა პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი საქმეებით იწყება. სუფთა გარემო ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა — ერთად ვზრუნავთ სკოლაზე და ბუნებაზე! 🌍 სანიაღვრეების გაწმენდით მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ გარემოზე ზრუნვა მხოლოდ სიტყვები არ არის, ეს ყოველდღიური პასუხისმგებლობა და საერთო საქმეა. სუფთა სკოლა ჩვენი ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ბუნების დაცვის საწინდარია! 🌿
ყველა ფოტო (10)
მდგრადი განვითარების მიზნები
სუფთა წყალი და სანიტარია
ქალაქებისა და დასახლებების მდგრადი განვითარება
გონივრული მოხმარება და წარმოება
კლიმატის მდგრადობის მიღწევა