2026 წლის 14 ოქტომბერს ცხრაწყაროს საჯარო სკოლის ეკო კლუბის წევრმა დემეტრე ლაბაძემ გააკეთა პრეზენტაცია გარემოსდაცვითი განათლების დღესთან დაკავშირებით.მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო რამდენად მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი ღონისძიებები დრევანდელ ცხოვრებაში,როცა დედამიწა ეკოლოგიური კატასტროფების წინაშე დგას.აღნიშნული დღე უკავშირდება პირველ სამთავრობოთაშორისო კონფერენციას გარემოსდაცვითი განათლების შესახებ, რომელიც 1977 წლის 14-26 ოქტომბერს გაიმართა თბილისში, UNESCO-სა და UNEP-ის ორგანიზებით.სკოლის ეკო კლუბმა გადაწყვიტა სასკოლო საზოგადოებას აუმაღლოს ცნობიერება გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესახებ. პრეზენტაციაში ბევრი მაგალითი იყო მოყვანილი ამასთან დაკავშირებით.წლევანდელი წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველოს მასშტაბით გამოცხადებულ ღონისძიებას "დარგე შენი ნერგი" შეუერთდა ჩვენი სკოლის პირველკლასელებიც.მათ დარგეს ნერგები როგორც სკოლის ეზოში,რომელიც სკოლის დირექციამ მოაწოდა,ისე რაიონშიც.სკოლის ეზოსაც შემატეს ნერგები ეკო კლუბის წევრებმა.
მდგრადი განვითარების მიზნები
ქალაქებისა და დასახლებების მდგრადი განვითარება
კლიმატის მდგრადობის მიღწევა
დედამიწის ეკოსისტემები