კონკურსი - წყალი, სანიტარია და ჰიგიენა

კონკურსი ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის მონაწილეებისათვის!

თებერვალი წყლის დაზოგვის თვეა!

მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის მონაწილეებისთვის ცხადდება კონკურსიწყალი, სანიტარია და ჰიგიენა“ . 

კონკურსში გამარჯვებულებს, ნიკო კეცხოველის პრემიის ფარგლებში, ეკოკლუბის პროფილში, დამატებით 50 ნერგი მიენიჭებათ და ასევე, CENN-ის წამახალისებელი საჩუქრები გადაეცემათ.

კონკურსის დავალება

Ø  ჩაატარეთ კვლევა. (კითხვარი იხილეთ ქვემოთ მითითებულ ფაილში. გამოკითხეთ მინიმუმ 10 ადამიანი)

Ø  კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, მოამზადეთ სტატია და სოციალური მედიის პოსტები თემაზე - “წყალი, სანიტარია და ჰიგიენა”. სოციალური მედიის პოსტების ფორმატი შეზღუდული არ არის (ფოტო, ვიდეო, სტატია, სხვ.). 

Ø  კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, სკოლის სახელით, მოამზადეთ წერილობითი მიმართვა რეკომენდაციებით, რომელიც წყალთან, სანიტარიასთან ან ჰიგიენასთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ

Ø  რეკომენდაციებით მიმართეთ სკოლის დირექციას, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ან განათლების სამინისტროს.

გაგვიზიარეთ თქვენი წერილობითი მიმართვა და სოციალურ გვერდებზე დადებული ბმულები არაუგვიანეს 25 თებერვლისა, ელ.ფოსტაზე - mariam.ghlonti@cenn.org , subject მიუთითეთ - საკონკურსო დავალება; ელ.ფოსტის ტექსტში მიუთითეთ  - სკოლა, ეკოკლუბის სახელი, რეგიონი.

კონკურსი ტარდება გარემოსდაცვითი ონლაინ კამპანია იმოქმედე კლიმატისთვისფარგლებში, რომელიც მოუწოდებს ადამიანებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები გარემოს დასაცავად და წვლილი შეიტანონ კლიმატის ცვლილების მიერ გამოწვეული შედეგების შერბილებაში. კამპანიის აქტივობებში ჩასართავად, თვალი ადევნეთ CENN-ის ფეისბუქ გვერდს

CENN გისურვებთ წარმატებას!

#ACT4CLIMATE