პროექტის შესახებ

დარეგისტრირდი და შემოგვიერთდი!

ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსი ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2015 წელს დაარსდა CENN-ის მიერ, პროექტისტყის მდგრადი მართვა საქართველოში -ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის /Austrian Development Cooperation  ფინანსური მხარდაჭერით.

კონკურსის
თანაორგანიზატორები არიან:

  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო;
  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
  • საქართველოს პარლამენტი.

დაარსებიდან დღემდე კონკურსში მონაწილეობა მიიღო 1,000ზე მეტმა სკოლამ.

რა უნდა იცოდეთ, თუ თქვენს სკოლას ჯერ არ უცდია კონკურსში მონაწილეობა

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია - ეკოკლუბების კონკურსია. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ პროექტი არა მხოლოდ გამორჩეული ეკოკლუბებისცალკეული მასწავლებლებისთუ მოსწავლეების გამოვლენისა და დაჯილდოების შესაძლებლობას იძლევა, არამედ არის სკოლებისათვის ახალი შესაძლებლობების, ცოდნის მიღებისა და გაზიარების, პიროვნული ზრდისა და ორგანიზაციული განვითარების უწყვეტი პროცესი;

კონკურსის მთავარი ფასეულობებიაპასუხისმგებლიანი დამოკიდებულება გარემოსადმი, სოლიდარობა და თანამშრომლობა;

კონკურსის მთავარი მიზანია, სკოლის მოსწავლეებს მიაწოდოს ინფორმაცია მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ და დაანახოს საკუთარი ხელით ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობები ბუნებრივი და სოციალური გარემოს გასაუმჯობესებლად. კონკურსში ჩართული პირები თავად ხდებიან მდგრადი განვითარების პროცესის მონაწილე.

(კონკურსის პარტნიორები არიან: FAO, WWF საქართველო, National Geographic Georgia, შვიდწლიანი ინიციატივა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება საქართველოში“, რომელიც ხორციელდება კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), შვედეთისა და საქართველოს მთავრობების დაფინანსებით, ასოციაცია „სიქა“, ევროპის ფონდი, საბუკო, თბილისის ზოოპარკი...)

რატომ მდგრადი განვითარების მიზნები?

  • მდგრადი განვითარების მიზნები 17 მიზნისა და 169 ინდიკატორის ნაკრებია, რომლებზეც თანხმდება გაეროს ყველა წევრი ქვეყანა უკეთესი და უფრო მდგრადი მომავლის მისაღწევად.
     
  • ეს მიზნები ჩვენ წინაშე არსებულ თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს ეხება: სიღარიბის, უთანასწორობის, კეთილდღეობის, მშვიდობისა და სამართლიანობის საკითხებს, ასევე - კლიმატურ და ეკოლოგიურ გამოწვევებს. ეს მიზნები მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს და იმისათვის, რომ არავინ დარჩეს მათ მიღმა, მნიშვნელოვანია, თითოეული  მიზანი და ინდიკატორი 2030 წლამდე შესრულდეს.

  • თითოეული ჩვენგანის პიროვნულ არჩევანს დიდი ძალა აქვს და მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია ლოკალურ და გლობალურ გამოწვევებზე.

რას ნიშნავს მდგრადი განვითარება?

მდგრადი განვითარება პასუხობს დღევანდელ მოთხოვნილებებს იმგვარად ,,რომ მომავალ თაობებს შეუნარჩუნოს მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა''. ჰარლემ ბრუნდტლანდი, 1987 წელი
მდგრადი განვითარება მოიცავს ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ ასპექტებს. მიიჩნევა, რომ განვითარება უნდა იყოს ეკონომიკურად ხელსაყრელი, სოციალურად სამართლიანი და გარემოსთვის დამზოგავი.

რატომ არის პრემია ნიკო კეცხოველის სახელობის?

 ნიკო კეცხოველი ქართველი მეცნიერი, მწერალი და ბოტანიკური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელიაიგი ჩვენი ქვეყნის   გარემოს გამორჩეული დამცველი და ბუნების დიდი გულშემატკივარი იყო. 1917 წელს ნიკო კეცხოველის უშუალო მონაწილეობით დაფუძნდა საქართველოს ეროვნულდემოკრატიული პარტია და წლების მანძილზე იყო მისი ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთერთი ლიდერი.

ნიკო კეცხოველის სამეცნიერო შრომები ეხება საქართველოს მცენარეული საფარის გეობოტანიკურ, ბოტანიკურ-გეოგრაფიულ და სისტემატურ გამოკვლევას, მისი აღდგენისა და დაცვის პრობლემებს. ავტორია მრავალი ლიტერატურული ნარკვევის, ნოველის და მოთხრობისა.

ნიკო კეცხოველის წიგნებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობისა და კვლევის შესახებ კონკურსის ვებგვერდზე ნახავთ. 

კონკურსის წესები

  • ყველა ქმედება, რომელსაც კონკურსის ფარგლებში ბუნებრივი და სოციალური გარემოს სასიკეთოდ განახორციელებთ, ფასდება პირობითი ერთეულით - ნერგებით. 
    სამოქალაქო აქტვიზმის დავალებებიიდეები მოცემულია მდგრადი განვითარების თითოეული მიზნის შესაბამისად. თითოეული აქტივობარამდენიმე გამონაკლისის გარდა20 ან 30 ნერგით ფასდება. დეტალურ ინფორმაციას ნახავთ გვერდზე - კონკურსის წესები.
  • თქვენ სწავლობთ, ასწავლით სხვას, ახორციელებთ გარემოსდაცვით და სოციალურ ღონისძიებებს; ამის დამადასტურებელ ინფორმაციას ტვირთავთ კონკურსის პორტალზე forestry.ge და, ამგვარად, აგროვებთ ნერგებს ეკოკლუბისთვის. 2021 წლის ივლისში ყველაზე მეტი ნერგის მქონე ეკოკლუბელების რეიტინგი გამოქვეყნდება forestry.ge-ზე, ნახევარფინალური და ფინალური ტურების შემდეგ კი გამოვლინდებიან სამი გამარჯვებული და პარტნიორი ორგანიზაციის რჩეული ეკოკლუბები.

გვჯერა, რომ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის მონაწილეები ჩვენი ქვეყნის მომავალი ლიდერები არიან, რომლებიც ხელს შეუწყობენ სათემო განვითარებას და ცვლილებებს უკეთესი გარემოს მისაღწევად.


[1] https://uni.cf/2VgjDH0

[2] www.civiceducation.ge