კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შექმნათ სკოლის გუნდი და დარეგისტრირდეთ პორტალზე - forestry.ge. გუნდის წევრების მაქსიმალური რაოდენობა – 10 მონაწილე.
გუნდის წევრების მაქსიმალური რაოდენობა – 10 მონაწილე.(აუცილებელია პედაგოგის ჩართულობა).
არ არის შესაძლებელი. ერთი სკოლიდან მხოლოდ ერთი გუნდის ჩართულობა არის დასაშვები.
გუნდის წევრი უნდა იყოს სკოლის წარმომადგენელი – მოსწავლე ან პედაგოგი.
არ არის შესაძლებებლი; თუმცა, მისასალმებელია სკოლებს შორის პარტნიორობა, რაც, პროექტის ფარგლებში, ფასდება ნერგებით.
დეტალური ინფორმაცია ნერგების დაგროვების შესახებ მოცემულია კონკურსის წესების განყოფილებაში forestry.ge/ge/konkursis-tsesebi
თავისუფალი გაკვეთილები გულისხმობს - მოსწავლის ინტერესებზე მორგებულ კლასგარეშე/არაფორმალური აქტივობების ციკლს, რომლის შინაარსი და სწავლების მეთოდოლოგია განსხვავდება ტიპიური საგაკვეთილო პროცესისაგან, არ ითვალისწინებს საშინაო დავალებების მომზადებას, მოსწავლის შეფასებას და მოსწავლეებს და მასწავლებლებს შემოქმედებითი აქტივობის და იდეების რეალიზების საშუალებას აძლევს. აქტივობებისთვის, პროგრამის ფარგლებში, განისაზღვრა შემდეგი მიმართულებები: ● სპორტული აქტივობები ● წიგნიერების განვითარება ● კულტურა/ხელოვნება ● ინტელექტუალურ-შემეცნებითი აქტივობები CENN-მა შეიმუშავა ორი მოდული - გაკვეთილების გეგმები ინტელექტუალურ-შემეცნებითი აქტივობების - ქვემიმართულების "გარემოს დაცვის" ფარგლებში: 1. საქართველოს ტყეები და ეკოტურიზმი "აღმოაჩინე საქართველო" 2. ნარჩენების მდგრადი მართვა