ეკოკლუბისთვის მნიშვნელოვანია პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
მემორანდუმის გაფორმება კარგი შესაძლებლობაა, რომ განისაზღვროს თანამშრომლობის საგანი და პირობები.
აღნიშნული დოკუმენტის შედგენა საკმაოდ მარტივია, მთავარია, ზუსტად ვიცოდეთ, რატომ დგება იგი, ვის მოუტანს სარგებელს, როგორ და როდის.
გთავაზობთ ნიმუშს, რომელიც დაგეხმარებათ შეადგინოთ სტრუქტურირებული მემორანდუმი. შეგახსენებთ, რომ კონკურსის ფარგლებში, მემორანდუმის გაფორმების შემთხვევაში, ეკოკლუბი დაიმსახურებს 500 ქულას.