×

ძვირფასო მონაწილეებო, აქტივობების დაგეგმვისას, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება.

მოგიწოდებთ, უპირატესობა მიანიჭოთ ონლაინ რეჟიმში განხორციელებად იდეებს.

ფიზიკურ გარემოში ჩასატარებელი აქტივობის არჩევის შემთხვევაში, გთხოვთ, ზედმიწევნით დაიცვათ განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული რეგულაციები.

იხილეთ კონკურსის გზამკვლევი ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ, მოგვწეროთ კონკურსის ოფიციალურ ფეისბუქ ჯგუფში ან დაუკავშირდეთ თქვენი რეგიონის კოორდინატორს.

გისურვებთ ჯანმრთელობასა და მრავალ წარმატებას!

როგორ მოვამზადოთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი?

ეკოკლუბისთვის მნიშვნელოვანია პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.  

მემორანდუმის გაფორმება კარგი შესაძლებლობაა, რომ განისაზღვროს თანამშრომლობის საგანი და პირობები.

აღნიშნული დოკუმენტის შედგენა საკმაოდ მარტივია, მთავარია, ზუსტად ვიცოდეთ, რატომ დგება იგი, ვის მოუტანს სარგებელს, როგორ და როდის.  

გთავაზობთ  ნიმუშს, რომელიც დაგეხმარებათ შეადგინოთ სტრუქტურირებული მემორანდუმი. შეგახსენებთ, რომ კონკურსის ფარგლებში, მემორანდუმის გაფორმების შემთხვევაში, ეკოკლუბი დაიმსახურებს 500 ქულას.