CENN-ის ორგანიზებით სკოლის მოსწავლეებმა ბურსაჭირი დალაშქრეს
მიმდინარე წლის სექტემბრის თვის დასაწყისში, CENN-
ის ბულაჩაურის "მწვანე ცენტრის" საზაფხულო ეკო -ბანაკში შეიკრიბნენ ბავშვები ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან, რომელთა ნაწილი CENN-
ის მიერ დაარსებული ნიკო კეცხოველის პრემიის შარშანდელი გამარჯვებული იყო, ნაწილი კი წიაღისეულის მართვის პროექტშია ჩართული.
სკოლის მოსწავლეებმა მოისმინეს პრეზენტაციაCENN-
ის ახალი ფოტო-კონკურსის შესახებ, რომელიც საქართველოს ფაუნას შეეხება, ასევე მიიღეს რჩევები პროფესიონალი ფოტოგრაფებისგან. მომდევნო დღეს კი ბავშვები ორგანიზაროტებმა წაიყვანეს ორდღიან ლაშქრობაში გუდამაყარში, კერძოდ ბურსაჭირში.
ბურსაჭირში პირველ დღეს ბავშვები ბანაკის მოწყობაში გაიწაფნენ მეორე დღეს კი ქვენამთის გავლით გადავიდნენ ყაზბეგის რაიონში, სოფელ კარკუჩაში, საიდანაც სამარშუტო მიკროავტობუსებით დაბრუნდნენ ბულაჩაურის "მწვანე ცენტრში".
ბავშვებმა გზად ფოტოგრაფების რჩევით ასევე შეძლეს საქართველოს ფაუნის რამდენიმე საინტერესო ეგზემპლიარისა და ლამაზი პეიზაჟების გადაღება, რაც მათთვის რა თქმა უნდა დამატებითი სტიმული იყო.