ჩვენი ორგანიზაციის კიდევ ერთ დადებით წამოწყებას სათანადო გაგრძელება მოჰყვა. საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია რომ, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN) პროექტის “ტყეების მდგრადი მართვა საქართველოში” საპილოტე პროექტის ფარგლებში კახეთის რეგიონში მდინარე სტორის ხეობაში სვიანას რეკრეაციული ზონის ტერიტორიაზე მოაწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს: მაგიდებს, სკამებს და ცეცხლის დასანთებ ადგილებს.
აღნიშნული ზონის მოწყობის შემდეგ იქ წარმოქმნილი ნარჩენის გამოტანა ხდებოდა ასოციაცია CENN ის ძალებით პროექტების “ტყეების მდგრადი მართვა საქართველოში” და “ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში (WMTR)” დახმარებით.
ამაწლის სექტემბრიდან თელავის თემის გადაწყვეტილებით “შპს ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური“ რომელიც ახდენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენის შეგროვებას, კვირაში ერთხელ განახორციელებს სვიანას რეკრეაციული ზონიდა ნარჩენის გამოტანას დანაგავსაყრელზე განთავსებას. პროექტის „ტყეების მდგრადი მართვა საქართველოში“ მხარდამჭერია ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC)