ინტერნეტში უკვე გავრცელდა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (cenn) შემეცნებითი ვიდეო კლიპი, რომელიც რჩევებს შეიცავს თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, თუკი საშიში მავნებელი, ბზის ალურა შევნიშნეთ.
კლიპში მოთხრობილია შემდეგი: თუკი თქვენს ეზოში შენიშნეთ ბზის სწრაფი ხმობა, რაც დაკავშირებულია საშიში მავნებლის, ბზის ალურას გავრცელებით (ესაა ბუსუსებიანი მწვანე მატლები შავთეთრი ზოლებით და ამობურცული შავი წერტილებით), სურსათის ეროვნული სააგენტო რეკომენდაციას გაძლევთ, მცენარეები შეწამლოთ ქიმიური პრეპარატებით: დეცისი, დეცის პროფი, ფასტაკი, კარატე , ფიური, სუპერჰექტამეტრინი, ალპაკი, ბი-58. ახალგამოჩეკილი მატლების წინააღმდეგ კარგ შედეგს იძლევა ახალი თაობის პრეპარატი მწერების ზრდის და განვითარების რეგულატორი - დიმილინი, რომელიც არატოქსიკურია ადამიანისა და თბილსისხლიანი ცხოველებისათვის. ბიოლოგიური პრეპარატებიდან რეკომენდირებულია ბაქტერიული პრეპარატი ლეპიდოციდი. შეწამვლისას აუცილებელია დაიცვათ პრეპარატის ხარჯვის ნორმა და უსაფრთხოების ზომები.
ძლიერ დაზიანებული მცენარეებისთვის გამოიყენეთ მექანიკური ბრძოლის ღონისძიება: ბზის ღრმად გასხვლა, აგრეთვე კვერცხების და მატლების შეგროვება შემდგომი დაწვით. დაწვით ძლიერ დაზიანებული, გამხმარი მცენარეები".
კლიპი ნახეთ ამ ბმულზე:
https://www.youtube.com/watch?v=Rv5ZSDS2KHc&feature=youtu.be